პაატა დავითაია აგვისტოს ომის გამოძიების ინიციატივაზე - გამოდის ვიღაც და იძახის, რომ უნდა შეიქმნას საგამოძიებო კომისია - ეს ნიშნავს ჰააგის პროკურატურის გამოძიების ხელშეშლას, პირდაპირ დანაშაულია

კითხვის ნიშანი ომის დაწყებასთან დაკავშირებით დამთავრდა, ჯერ ერთი ჰააგის პროკურატურა არ იძიებს ომი ვინ დაიწყო და ვინ არა, იძიებს ომის დანაშაულებს, ეს თემა დასრულდა და დღეს ველოდებით დაკავებას და გამოძიების გაგრძელებას. ამ ფონზე გამოდის ვიღაცა და იძახის, რომ უნდა შეიქმნას საგამოძიებო კომისია - ეს ნიშნავს ჰააგის პროკურატურის გამოძიების ხელშეშლას. პირდაპირ დანაშაულია,- ამის შესახებ „ევროპული დემოკრატების“თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ „პალიტრანიუსის გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

მან „ევროპული სოციალისტების“ მოთხოვნას 2008 წლის ომის გამოძიება დაიწყოს და საგამოძიებო კომისია შეიქმნას, სამართლებრივი ნონსენსი უწოდა.

„ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც მთელმა მსოფლიომ თქვა, რომ რუსეთი არის ოკუპანტი უკრაინაში, ყველა ლიდერი საუბრობს იმაზე, რომ საქართველოში დაუშვეს შეცდომა 2008 წელს და მთავარი მომენტი, რაც მინდა „ქართულ ოცნებას“ პირდაპირ ვუთხრა - ჰააგის პროკურატურა მუშაობს უკრაინასთან დაკავშირებით, რომ აგრესორი არის პუტინი და სპეციალური ტრიბუნალის შექმნაზე მიდის საუბარი მეზობელი ქვეყნების ოკუპაციასთან დაკავშირებით. შეიძლება საქართველოსთან დაკავშირებით გამოძიება რაც მიმდინარეობს, გაერთიანდეს მომავალში უკრაინასთან - ოკუპანტი პრეზიდენტი, რომელმაც ორ სახელმწიფოში განახორციელა ოკუპაცია“,- განაცხადა დავითაიამ.

რაც შეეხება ევროსაბჭოს საპარლამენტო რეზოლუციას, რომელსაც "ქართული ოცნების" წარმომადგენლების განცხადებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მხარი დაუჭირა და სადაც საუბარია ქართველი ჯარისკაცების მხრიდან ძალის გადამეტებაზე, დავითაიამ განაცხადა, რომ ამ საკითხს მმართველი პარტია შიდა მოხმარების პიარისთვის იყენებს, რომელიც არ მუშაობს.

„რაც შეეხება რეზოლუციას, როდესაც ომი მოხდა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მოახდინა რეაგირება. აქ ბიუჯეტის ორი-მესამედი ფინანსდებოდა რუსეთიდან. ამ ფონზე, დაიწყო ლაპარაკი, რომ ქართველებმა დაბომბეს მძინარე ცხინვალი და გამოიყენეს ბომბები და დიდი ზეწოლა მიდიოდა. წავიდა ჭიდილი შიგნით, როგორც ეს მე შემდეგ გავიგე. რა თქმა უნდა, შეიძლებოდა საქართველოს მხარეს უფრო კარგად ეჭიდავა, მაგრამ რაღაც კომპრომისების გზით, ჩაიწერა ის, რაც ჩაიწერა. მესმის, რომ „ქართული ოცნება“ ამას იყენებს, თუმცა ეს შემდგომ გასწორდა მტკიცებულებების ფონზე. ეს არის პიარი შიდა მოხმარებისთვის. მთავარი არის გამოძიება, ჰააგის გამოძიებამ თქვა, რომ საქართველო აწარმოებდა თავდაცვით ომს, საქართველოს არ ჩაუდენია დანაშაული, საუბარია კასეტური დაბომბვაზე. ეს თემა დახურულია. პირდაპირ მინდა ვუთხრა „ოცნებას“, რომ არ მუშაობს ეს პიარი არავისთან, არც უცხოელთან, არც არავისთან.

დაიწყონ გამოძიება და მე იძულებული ვიქნები, მივცე ჩვენებები, რომ ჰააგის გამოძიებას უშლიან ხელს. იძულებული ვიქნები პირდაპირ ვთქვა, რომ ეს არის რუსული თამაში. ვერ დაიწყება გამოძიება, სანქციების ქვეშ აღმოჩნდებიან“,- განაცხადა დავითაიამ.

ცნობისთვის „ევროპელი სოციალისტები“, პროკურატურაში 2008 წლის ომის გამოძიების დაწყების მოთხოვნით, ხელმოწერებს აგროვებენ და პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ. აღნიშნულის შესახებ „ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა, მართალია იგი ამ მომენტში თუ მტყუანი
დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთის მხარდაჭერით „ევროპის უნივერსიტეტმა“ მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა
„ტოიოტა კავკასიამ“ ბრენდის ორი უახლესი მოდელი - 2023 წლის Toyota Corolla და სრულიად ახალი Toyota Corolla Cross წარადგინა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, კოლოსი დიღომი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან