„ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის” კამპანიას სოლიდარობის მიზნით რამდენიმე ადვოკატი შეუერთდა

„ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის” კამპანიას სოლიდარობის მიზნით რამდენიმე ადვოკატი შეუერთდა.

მათი განცხადებით, ნიკა გვარამია პოლიტიკური პატიმარია, სასჯელს უკანონოდ იხდის, ამიტომ, ის უნდა გათავისუფლდეს.

აღნიშნულის შესახებ განცხადება იურისტებმა მოძრაობის დამფუძნებლებთან ერთად საქართველოს უზენაეს სასამართლოსთან გააკეთეს.

„ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით არაერთი კომპეტენტური ორგანიზაციის კვალიფიციური დასკვნა არსებობს, რომელიც მიუთითებს ამ საქმეში პოლიტიკური მდგენელზე. ამ კუთხით ეს საქმე მნიშვნელოვანია ორი მიმართულებით: პირველი არცერთი ადამიანი და მათ შორის, არც ნიკა გვარამია არ უნდა დაექვემდებაროს უსამართლო მსჯავრს და მეორე-ეს საქმე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე. ამიტომ, დღეს აღარ არის დუმილის დრო, დღეს მნიშვნელოვანია ღირებულებების მკაცრი დაცვა და ყველას მოვუწოდებ, ხმა ამოიღოს უსამართლობის წინააღმდეგ“, - განაცხადა ადვოკატმა მარიკა არევაძემ.

„ნიკა გვარამიას საქმე პოლიტიკური დევნის ქრესტომათიული მაგალითია, როდესაც დამოუკიდებელი მედიის მფლობელს ასამართლებენ მხოლოდ იმის გამო, რომ დისკომფორტს უქმნის ხელისუფლებას. ზოგადად პოლიტიკური მოტივაციით დევნა ძალიან საშიში მოვლენაა, საფრთხეს უქმნის ამ ქვეყნის ყველა აქტიურ მოქალაქეს, რადგანაც თუ სხვადასხვა მოსაზრებებით უკანონოდ გაასამართლებენ და სასჯელს მიუსჯიან დამოუკიდებელი მედიის მფლობელს, მით უფრო დაუცველი ხდება ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქე, ეს იქნება ადვოკატი, თუ სხვა რომელიმე პროფესიის წარმომადგენელი. ამიტომ გვარამიას პატიმრობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და დასრულდეს ზოგადად პოლიტიკური დევნა საქართველოში”,- განაცხადა ადვოკატმა ოთარ კახიძემ.

ამასთან, „ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ბაჩანა შენგელიას განცხადებით, კამპანიის მიზანია, რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს ნიკა გვარამიას პატიმრობა, რომელიც უკვე მე-10 თვეა სასჯელს სრულად უკანონოდ იხდის.

შესაბამისად, მისივე თქმით, მოძრაობა ეცდება, რომ ამ კამპანიაში მთელო საქართველოს მასშტაბით ჩართოს ყველა ის ადამიანი, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ქვეყანაში არ იყოს პოლიტპატიმარი და არცერთი ადამიანი უკანონოდ არ იხდიდეს პატიმრობას. ბაჩანა შენგელიამ მოუწოდა ყველა პროფესიის წარმომადგენელს, რომ ამ მოთხოვნას შეუერთდნენ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო