სახალხო დამცველის პოსტზე ასარჩევად ლევან იოსელიანის კანდიდატურა პარლამენტს ოფიციალურად წარედგინა

სახალხო დამცველის პოსტზე ასარჩევად პარლამენტის მოქმედი ვიცე-სპიკერის ლევან იოსელიანის კანდიდატურა პარლამენტს ოფიციალურად წარედგინა. იოსელიანი ომბუდსმენის თანამდებობაზე დასახელებულია პოლიტიკურ ჯგუფ “მოქალაქეების“ მიერ.

ბიუროს გადაწყვეტილებით იოსელიანის კანდიდატურა განსახილველად ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს გადაეცა. ბიუროს სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ სახალხო დამცველის არჩევა 12-პუნქტიანი გეგმის ნაწილია, ამიტომ მნიშვნელოვანია პროცესის სწრაფად წარმართვა, რისი მზაობაც კომიტეტს აქვს.

ამასთან, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განმარტა, თუკი კანდიდატის დასახელების სურვილი სხვა პოლიტიკურ ჯგუფებსაც აქვთ, შეუძლიათ დაასახელონ, ვიდრე საკითხს კომიტეტი განიხილავს და პარლამენტს გადაწყვეტილების მისაღებად გადასცემს.

“წინა ჯერზე რეგლამენტში სპეციალური პროცედურა შემოვიტანეთ, რომელიც მრავალსაფეხურიანი იყო - გაწერილი ვადებით. მაშინ პროცესი შედეგიანად ვერ დასრულდა. ის პროცედურა ერთჯერადი იყო. პარლამენტი თავის რეგულარულ, რეგლამენტში გაწერილ წესს დაუბრუნდა, რომელიც გულისხმობს, რომ ფრაქციას პოლიტიკურ ჯგუფს, პარლამენტის შვიდ წევრს შეუძლიათ კანდიდატი დაასახელონ. საკითხს კომიტეტი განიხილავს. პლენარულ სხდომაზე გადაწყვეტილების მიღებას 90 ხმა სჭირდება. ამ მხრივ რაიმე ვადები და ჩარჩო არ არსებობს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
„ეფეს საქართველოს“ მეწარმეობის პროგრამის პრე-აქსელერატორი დაიწყო
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა