მთავრობის განკარგულებით, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის წალენჯიხის მუნიციპალიტეტმა დაფინანსება მიიღო

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელებისთვის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტს 130 ათასი ლარი გამოეყო,-

ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, გამოყოფილი თანხა ძლიერი წვიმებისა და წყალმოვარდნების შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენას ითვალისწინებს.

„კონკრეტულად კი, გამოყოფილი თანხით მოხდება სოფელ მედანში დამეწყრილი უბნის გზის მონაკვეთისა და სამი ოჯახის საკარმიდამო ნაკვეთის გამაგრებითი სამუშაოები, ასევე გამაგრებითი სამუშაოები ჩატარდება სოფელ საჩინოში ლეფიფიეს უბანში.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტისთვის სტიქიით მიყენებული ზარალი 2 279 000 ლარს შეადგენს, რომლის დასაფინანსებლადაც თანხა მოძიებულია. ამჯერად, თანხა გამოიყო მუნიციპალიტეტის მიერ წარმოდგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების შესაბამისად. დამატებითი თანხების გამოყოფა მოხდება სხვა ლოკაციების შესახებ მუნიციპალიტეტის მიერ მოწოდებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ.

ასევე აღსანიშნავია, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტს სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების პირველი ეტაპისთვის, 2022 წელს 1 010 000 ლარი გამოეყო“, - აღნიშნულია სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა