საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის პროექტს მხარი დაუჭირა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა პარლამენტის წევრების: სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილის, გურამ მაჭარაშვილის, ეკა სეფაშვილის, ვიქტორ ჯაფარიძის, ირაკლი (დაჩი) ბერაიას, ზაალ მიქელაძის, დავით კაჭარავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“.

პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, წარმოდგენილი ცვლილების მიღებით ახლებურად მოწესრიგდება საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის შექმნის საკითხი.

კერძოდ, როგორც მომხსენებელმა გურამ მაჭარაშვილმა აღნიშნა, ერთი და იგივე პოლიტიკური პარტიის სიით შესულ პარლამენტის წევრებს, იმ შემთხვევაში თუ დატოვებდნენ ამ პარტიას, არ ჰქონდათ უფლება შეექმნათ პოლიტიკური ჯგუფი.

„ამ ცვლილებით გვინდა, რომ პარლამენტის წევრებს, რომლებიც დატოვებენ ფრაქციას და პარტიას, ჰქონდეთ შესაძლებლობა შექმნან საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი იმისათვის, რომ მათ მიერ სრულყოფილად და სრულფასოვნად მოხდეს პარლამენტში ყველა იმ მექანიზმის გამოყენება, რაც ზოგადად გააჩნია პოლიტიკურ სუბიექტს საქართველოს პარლამენტში“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკითხის მეორე მოსმენისთვის პლენარულ სხდომაზე გატანას.

მათივე ინფორმაციით, სხდომაზე ასევე იმსჯელეს საქართველოს მოქალაქე ლევან ალაფიშვილის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე ლობისტად რეგისტრაციის საკითხზე.

კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, მოქალაქე ლევან ალაფიშვილს სურს კანონპროექტის განხილვებისას ამ კანონის საწინააღმდეგო პოზიცია დააფიქსიროს, რის საშუალებასაც ლობისტს კანონი აძლევს.

კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ კომიტეტმა შეისწავლა მოქალაქე ალაფიშვილის მიერ წარმოდგენილი განცხადება და თანდართული მასალები, შესაბამისად გაირკვა, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაცია აკმაყოფილებს ლობისტური საქმიანობს შესახებ კანონით დადგენილ მოთხოვნებს,

აღნიშნულიდან გამომდინარე კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია და მხარი დაუჭირა პარლამენტის ბიუროს მიერ ლევან ალაფიშვილის ლობისტად რეგისტრაციას.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა