ირაკლი ქადაგიშვილი - ამ კანონის მიზნებით, ინგლისური ტერმინი, სადაც „აგენტი" ფიგურირებს, არ ნიშნავს ძირში ნეგატივს, არც ჯაშუშობას - ამბობენ, რომ ცუდი ასოცირებაა,  თუ ესაა პრობლემა, ეს კანონზე მუშაობის დროს სამსჯელო საგანია

ამ კანონის მიზნებით, ინგლისური ტერმინი, სადაც „აგენტი" ფიგურირებს, არ ნიშნავს ძირში ნეგატივს, არც ჯაშუშობას, არც ცუდ საქმიანობას, არც კარგს, ნეიტრალურია - ეს სიტყვათა შეთანხმება, არ ნიშნავს რომ ხარ აგენტი, ანუ აგენტი ჯაშუშის გაგებით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რითაც ე. წ. აგენტების შესახებ პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, თუ ეს არის პრობლემა, ამაზე მსჯელობა საკომიტეტო განხილვების დროს არის შესაძლებელი.

„კანონის ერთადერთი მთავარი და ლეგიტიმური მიზანი არის მხოლოდ გამჭვირვალობა, მეც ასე მწამს. გამჭვირვალობა თავისთავად არავისთვის წარმოადგენს პრობლემას. აქ ლაპარაკია, რომ ინგლისური ტერმინი, რომელიც გადმოტანილი იქნა კანონის ქართულ ვერსიაში და სადაც სიტყვა "აგენტი" ფიგურირებს, საქართველოში არის არადადებითი კონოტაციის მატარებელი. თავისთავად ამაზე შეგვიძლია ორნაირი ახსნა ვთქვათ, სიტყვათა ეს წყობა ამ კანონის მიზნებით არ ნიშნავს ძირში ნეგატივს, არ ნიშნავს არც ჯაშუშობას, არც ცუდ საქმიანობას, არც კარგს, ნეიტრალურია. ეს სიტყვათა შეთანხმება არ ნიშნავს, რომ ხარ აგენტი, ანუ აგენტი იმ გაგებით, რომ (ხარ) ჯაშუში, ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედი. მაგრამ აქ საუბარია, რომ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ამას 30 წელია ცუდი ჟღერადობა აქვს, შინაარსით ამას არ ნიშნავს, მაგრამ ამბობენ, რომ ცუდი ასოცირებაა. თუ ეს არის პრობლემა, ეს უკვე კანონზე მუშაობის დროს სამსჯელო საგანია,"- განაცხადა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტი ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვას იწყებს. პროექტებს სახელწოდებით - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ დღეს, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განიხილავენ. კანონპროექტი „გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით“ უცხოური გავლენის აგენტებად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა (20%-ზე მეტი) უცხოეთიდან არის მიღებული. კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც „უცხოური გავლენის აგენტად“ მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის არშევსება გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას რაც შეეხება „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტს, აღნიშნული პროექტის გათვალისწინებით, უცხოეთის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს ექნება, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს. უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და იქნება დასჯადი ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით - 5 წლამდე ვადით.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს