სერგო ჩიხლაძე - ყველას ასე გაგვიყვანენ, ამ შენობაში არის რუსული რეჟიმი! - „ხალხის ძალის“ აქტივისტები, ჯონდი ბაღათურიები შეუშვეს, სხვებს არ გვიშვებენ

„დროას“ წევრ გიგა ლემონჯავას პარლამენტი დაატოვებინეს. ლემონჯავა შენობიდან სავარაუდოდ უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა ძალის გამოყენებით გაიყვანეს.

როგორც „სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა, ლემონჯავა, სავარაუდოდ, განარიდეს.

„სავარაუდოდ, განრიდებულია, არ ვიცი, ახლა გავიგებ, ამ წუთებში მოხდა. ბევრი ხალხი იყო, ძიძგილაობა, მეც მეძიძგილავნენ, ერთად ვიყავით, უბრალოდ, არეული სიტუაცია იყო. ყველას ასე გაგვიყვანენ, ამ შენობაში არის რუსული რეჟიმი! „ხალხის ძალის“ აქტივისტები, ჯონდი ბაღათურიები შეუშვეს, სხვებს არ გვიშვებენ, იმათ, ვისაც ოფიციალურად გვეკუთვნის ვიყოთ ამ სხდომაზე”, - განაცხადა სტრატეგია აღმაშენებლის წევრმა სერგო ჩიხლაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში