გურამ მაჭარაშვილი - რადიკალურ ოპოზიციას გამოეცალა ყოველგვარი მანიპულაციის საშუალება, ძალიან გამწარდნენ - აქედან გამომდინარეობს დღევანდელი ე.წ. შოუ

პარლამენტის ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივების განხილვა დაიწყო, მომხსენებელმა გურამ მაჭარაშვილმა განმარტა, თუ რას ითვალისწინებს აღნიშნული კანონპროექტი.

როგორც მან აღნიშნა, მეორე მოსმენა არ დაიწყება, ვიდრე მოსმენის შემდგომ ვენეციის კომისია დასკვნას არ მიიღებს.

„როდესაც გადავწყვიტეთ, რომ უნდა დაგვეინიცირებინა ეს კანონპროექტი, ამ მიზნებს და გამოწვევას აშშ-ის კანონმა უპასუხა, მაგრამ ჩვენ ვნახეთ, რომ აშშ-ში ეს კანონი იყო საკმაოდ მკაცრი. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უნდა ყოფილიყო აშშ-ის საკანონმდებლო ბაზაზე, მაგრამ შედარებით ლოიალური. ჩვენ დავაინიცირეთ ისეთი კანონი საგაზაფხულო სესიაზე, რომელმაც უზრუნველყო ის, რომ ერთი მხრივ, უნდა ყოფილიყო ფინანსური გამჭვირვალობა და მეორე მხრივ, შედარებით უფრო ლოიალური, ვიდრე არის ეს აშშ-ში.

იმის გამო, რომ მაინც წავიდა სპეკულაციები, ჩვენ „ხალხის ძალამ“ გადავდგით ნაბიჯი და დავაინიცირეთ მეორე კანონპროექტი, რომელიც დღეს აშშ-ში მოქმედებს. ეს მოხდა იმისთვის, რომ სპეკულაციები ნულზე დასულიყო. საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ ამის შემდეგ, ისევ გაგრძელდა სპეკულაციები და სამწუხაროდ, აშშ-დანაც იყო ასეთი განცხადებები, რადიკალურ ოპოზიციას რომ თავი დავანებოთ, რომ ამერიკის კანონიც თურმე რუსული ყოფილა.

ამის შემდეგ, ჩვენ კიდევ ერთხელ გავაკეთეთ განცხადება და ვთქვით, რომ როგორც ერთი, ისე მეორე კანონპროექტი ჩვენ პირველი მოსმენით პრინციპების დონეზე მივიღოთ. ვერავინ შემოვიდა ამ პოლემიკაში. ფინანსური გამჭვირვალობა არის კარგი, ამავდროულად, პირველი მოსმენის შემდგომ, ჩვენ განვაცხადეთ,რომ ამას ვენეციის კომისიაში გავაგზავნით. ეს იმას ნიშნავს,რომ მეორე მოსმენა არ დაიწყება მანამ, სანამ პირველი მოსმენის შემდგომ ვენეციის კომისია არ მიიღებს დასკვნას და ეს დასკვნა ჩვენ არ მოგვივა. პრაქტიკულად,ამით ჩვენ უზრუნველვყავით ის, რომ ყოველგვარი სპეკულაციები, თითქოს ან ერთი ან მეორე კანონი იყო ე.წ. რუსული, მომსპარიყო. ეს პრევენციული ზომებით, ერთი მხრივ, ის, რომ ჩვენ დავაინიცირეთ ამერიკული კანონი, ხოლო მეორე მხრივ, ის რომ ვთქვით, ამას ვენეციის კომისიაში გავაგზავნით, ამით საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ რეგლამენტის მიხედვით, მეორე მოსმენის დროს იწყება ძირითადად მუხლობრივი განხილვა“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

გურამ მაჭარაშვილმა პარლამენტში მიმდინარე დაძაბულ ვითარებას „შოუ“ უწოდა.

„პრაქტიკულად, გამოეცალა რადიკალურ ოპოზიციას ყოველგვარი მანიპულაციის საშუალება. აი, მერე უკვე ძალიან გამწარდნენ და გადაწყვიტეს, რომ პრაქტიკულად, არ შესულიყვნენ შინაარსობრივ განხილვაში. აქედან გამომდინარეობს დღევანდელი ე.წ. შოუ. ფიზიკური დაპირისპირება და ა.შ. ამიტომ, საზოგადოებას კიდევ ერთხელ ვეუბნებით, ამერიკული კანონი მართალია ჩვენ დავაინიცირეთ, მაგრამ ეს არის საკმაოდ მკაცრი, თუნდაც სანქციების ნაწილში. სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაა 5 წლამდე პატიმრობის სახით, ჩვენ კანონპროექტში ეს არ არის, მხოლოდ ადმინისტრაციული ჯარიმაა. ასევე, ამერიკის კანონმდებლობის მიხედვით, გავრცელების მასშტაბები არის საკმაოდ ვრცელი. ჩვენს კანონპროექტში არის მხოლოდ და მხოლოდ იურიდიული პირი, ისიც მხოლოდ აიიპები და მედიასაშუალებები“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

სიტყვით გამოსვლის დროს ოპოზიცია მისთვის საუბრის ხელშეშლას შეეცადა, რასაც მაჭარაშვილმა რეპლიკით უპასუხა:

„მადლობა, რომ საზოგადოებას თქვენი სახე შეახსენეთ, მაგრამ მე გავაგრძელებ“, - განაცხადა მან.

მაჭარაშვილის ამ განცხადებას ოპოზიციონერების მხრიდან შეძახილები მოჰყვა:

„ვისთვის კითხულობთ მაგას, ვისთვის?“.

სხდომის პარალელურად, პარლამენტის შენობით შიგნით და გარეთ ხმაური და საპროტესტო აქცია გრძელდება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს