ნატო ჩხეიძე - ოპოზიციონერი მამაკაცი დეპუტატები გაყვანილები არიან პარლამენტის შენობიდან, მაქვს ინფორმაცია, რომ მათ ჩამორთმეული აქვთ მანდატი და პირადობის მოწმობა

ოპოზიციონერი დეპუტატის, ნატო ჩხეიძის განცხადებით, ოპოზიციონერი მამაკაცი დეპუტატები, რომლებიც სხდომათა დარბაზიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს, პარლამენტის შენობიდანაც გაიყვანეს და პირადობის მოწმობები ჩამოართვეს. ამის შესახებ ნატო ჩხეიძემ საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა, სადაც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტები ხმაურის ფონზე განიხილება.

„ამ დარბაზში იხილება კანონი და ფაქტობრიოვად დარბაზში ვართ ქალი დეპუტატები, ხოლო ოპოზიციონერი მამაკაცი დეპუტატები გაყვანილები არიან პარლამენტის შენობიდან. მაქვს ინფორმაცია, რომ მათ ჩამორთმეული აქვთ მანდატი, ჩამორთმეული აქვთ პირადობის მოწმობა და შესაბამისად, ვერ შემოდიან შენობაში. ერთი ის, რომ, ალბათ, ეს არის გენდერული დისკრიმინაცია და ამასაც უნდა მიხედვა. ქალბატონო ნინო (წილოსანი), კარგია, რომ სათაური არ მოგწონთ და ახლა ყველამ გავიხედოთ ჭერისკენ, გრძლივი და განივი ბზარები არის თუ არა“,- განაცხადა ნატო ჩხეიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო