არმაზ ახვლედიანი უმრავლესობას - გაიწვიეთ კანონპროექტი უკან, დაასრულეთ ეს თამაში საქართველოს მომავალთან - თუ თქვენ არ დაასრულებთ ამ თამაშს, ხალხი დაასრულებს ამ მმართველობას

გაიწვიეთ კანონპროექტი უკან, დაასრულეთ ეს თამაში საქართველოს მომავალთან. თუ თქვენ არ დაასრულებთ ამ თამაშს, ხალხი დაასრულებს ამ მმართველობას, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა არმაზ ახვლედიანმა ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივის განხილვისას განაცხადა.

არმაზ ახვლედიანის შეფასებით, ხალხი ამას არ მოითმენს, რადგან აღნიშნული კანონპროექტის მიღება სახელმწიფოს ინტერესების ღალატი და ზღვარგადასულობაა.

„ეს არის საქართველოს კონსტიტუციის, კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი. ყველამ უნდა შევიგნოთ, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება ნიშნავს საქართველოს სტრატეგიულ არჩევანზე უარის თქმას, ნიშნავს არა მხოლოდ დასავლეთისკენ გზის ჩარაზვას, არამედ ნიშნავს ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილისთვის თქმას, რომ ჩვენ აღარ გვექნება ნორმალური მომავალი. ვინც მზად ხართ, რომ ამას მხარი დაუჭიროთ, დაუჭრეთ, მაგრამ იცოდეთ, რომ ამით დამთავრდება ეს პარლამენტი, დამთავრდება ეს თავხედობა და ამას არავის არ გაგატანინებთ იცოდეთ ყველამ, მე თქვენ ყველას კარგად გიცნობთ, ყველაფერი კარგად ვიცით, ამიტომაც იცოდეთ, რომ ეს აქ ვერ გავა. ვერ გაიტანა ვერავინ 30 წლის განმავლობაში, რომ დასდგომოდა წინ დასავლურ კურსს და თქვენც ამას არ გაგატანინებთ, გამორიცხულია. გაიწვიეთ კანონპროექტი უკან, დაასრულეთ ეს თამაში საქართველოს მომავალთან. თუ თქვენ არ დაასრულებთ ამ თამაშს, ხალხი დაასრულებს ამ მმართველობას იმიტომ, რომ ეს არის სირცხვილი და მავნებლობა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ.

გისმინეთ, გითმინეთ, იცოდეთ, რომ თქვენ ხალხი ვეღარ მოგითმენთ, ეს არის ზღვარგადასულობა. ეს ნიშნავს ჩემი სახელმწიფოს, ჩემი სამშობლოს ინტერესების გაყიდვას და ღალატს“, - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

გიორგი ბილანიშვილი - რუსეთს არც ერთ ფუნდამენტურ საკითხში საქართველოს მიმართებაში საკუთარი დამოკიდებულება ჩვენთვის სასარგებლოდ არ შეუცვლია, ხოლო საქართველოზე გავლენის ბერკეტები კი განიმტკიცა და გაზარდა
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს