პეტრე ცისკარიშვილი - იღებენ საქართველოს საწინააღმდეგო კანონს, არ უნდა დავუშვათ - უნდა გადავეღობოთ წინ

ეს არის ბიძინა ივანიშვილის პუტინთან ერთად შურისძიება ქართველ ხალხზე, სამოქალაქო საზოგადოებაზე და დასავლეთზე, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, პეტრე ცისკარიშვილმა ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

პეტრე ცისკარიშვილის თქმით, საქართველოს საწინააღმდეგო კანონს იღებენ და ამას წინ უნდა გადავეღობოთ.

„ეს წითელი ხაზია, რა თქმა უნდა, ეს არის ბიძინა ივანიშვილის პუტინთან ერთად შურისძიება ქართველ ხალხზე, სამოქალაქო საზოგადოებაზე და დასავლეთზე. დასავლეთი გვეუბნება, რომ საქართველოში სჯობს მეტი დემოკრატია, მართლმსაჯულება უნდა იყოს დამოუკიდებელი, პოლიტპატიმრები არ გყავდეთ, არჩევნებს ნუ გააყალბებთ, ამ ფასეულობებისკენ მოგვიწოდებს დასავლეთი, რაც ბიძინა ივანიშვილს ცხადია არ მოსწონს და ამ რუსული კანონებით ცდილობს შური იძიოს და დაუპირისპირდეს დასავლეთთან ერთად ქართულ საზოგადოებას და მთლიანად საზოგადოებას და მოუსპოს მომავალი. იღებენ საქართველოს საწინააღმდეგო კანონს, არაფრის დიდებით არ უნდა დავუშვათ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, უნდა გადავეღობოთ წინ “, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

სერგი კაპანაძე - კონფლიქტების თემებზე ჩვენს საზოგადოებაში უნდა არსებობდეს ფართო კონსენსუსი და დიალოგის დაწყებამდე ჩვენ თავად უნდა გვქონდეს განსაზღვრული, რისი მიღწევა გვსურს დიალოგის შედეგად
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
ნაზილბე BDO Digital-თან პარტნიორობით მერჩანდაიზინგის თანამედროვე სისტემას ABM Shelf-ს ნერგავს
„სმარტ კაპიტალ ჯგუფის“ ფონდების მხარდაჭერით ნოდარ დუმბაძის საიუბილეო წიგნები გამოიცა
რივერ პარკი - Index | Wealth Management-ის ახალი პროექტი
სილქნეტი - საქველმოქმედო გალა-ვახშამი და „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ანგარიში
თბილისში „ქეი-ეფ-სი“-ს მე-15 რესტორანი  გაიხსნა
ახალი წლის მოლოდინი და 2024 წლის ტენდენციები