ლევან ხაბეიშვილი - პუტინისტები აკავებენ, მშვიდობიან მანიფესტანტებს, ეს არის მკვეთრად გამოხატული რუსული რეჟიმი - ეს არის „ქართული ოცნების“ დასასრულის დასაწყისი

პუტინისტები აკავებენ, მშვიდობიან მანიფესტანტებს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტთან განაცხადა.

მან პოლიციელებს, რომლებმაც აქციის მონაწილეები დააკავეს „პუტინისტებო“ მიმართა.

„პუტინისტები აკავებენ, მშვიდობიან მანიფესტანტებს. პუტინის კანონს იღებთ, არ გრცხვენიათ? ეს არის მკვეთრად გამოხატული რუსული რეჟიმი. ეს არის „ქართული ოცნების“ დასასრულის დასაწყისი“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ამ წუთებში, საქართველოს პარლამენტთან, სადაც აქცია მიმდინარეობს, აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეხლა შემოხლაა.

აქციის მონაწილეები „ხალხის ძალის" მიერ ინიცირებულ ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა