მამუკა ხაზარაძე - ახლა ეს ბრძოლაა მოსაგები - ხვალ ვიწვევ "ლელოს" გაფართოებულ, საგანგებო პოლიტსაბჭოს

ბრძოლა იქნება ბოლომდე, ქვეყნიდან ოკუპანტების სრულად განდევნამდე! ახლა ეს ბრძოლაა მოსაგები!, - ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.

მამუკა ხაზარაძის განცხადებით, 3 მარტს „ლელოს“ გაფართოებული პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება.

„დღეს, პარლამენტის კომიტეტზე, აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვის დაწყება პირდაპირ ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ევროპულ გზას, ეწინააღმდეგება 12 პუნქტს, რომლის შესრულებაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს მოგვანიჭებს. კანონპროექტის პუნქტობრივ განხილვაში შესვლა დიდი შეცდომაა, ეს არის რუსული კანონი ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული მეგობრებისა და პარტნიორების წინააღმდეგ, რომლებიც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას ბოლო 30 წელია ამაგრებენ.

ეს კანონპროექტი მიმართულია ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ, ეს კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციასა და ქართველი ხალხის ევროპულ არჩევანს. ეს აწყობს აგრესორ რუსეთს, რომ უფრო მეტად მოგუდოს ჩვენი თავისუფლება და დამოუკიდებლობა. ამას ქართველი ხალხი არ დაუშვებს!

ბრძოლა იქნება ბოლომდე, ქვეყნიდან ოკუპანტების სრულად განდევნამდე! ახლა ეს ბრძოლაა მოსაგები!

ხვალ ვიწვევ "ლელოს" გაფართოებულ, საგანგებო პოლიტსაბჭოს. მიღებული გადაწყვეტილებებისა და სამოქმედო გეგმის შესახებ ვაცნობებთ ქართველ ხალხს”, - წერს მამუკა ხაზარაძე.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა