გიორგი ბურჯანაძე - ეს გზა გაიარა რუსეთმა და დღეს რუსეთში მანახეთ დამოუკიდებელი ჟურნალისტი, უფლებადამცველი - ვერ ნახავთ! ეს გზა მიგვიყვანს დაუცველ მოქალაქეებამდე

ეს გზა გაიარა რუსეთმა და დღეს რუსეთში მანახეთ დამოუკიდებელი ჟურნალისტი, უფლებადამცველი - ვერ ნახავთ! ეს გზა მიგვიყვანს დაუცველ მოქალაქეებამდე, - ამის შესახებ სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძემ ჟურნალისტებთან საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებული სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს მხარი დაუჭირეს.

ბურჯანაძის თქმით, მხარდაჭერილი კანონპროექტები ეწინააღმდეგება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განსაზღვრული 12 პუნქტიდან 2- ს, ასევე ევროკავშირის სტანდარტებს და ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას.

"კანონპროექტი, რომელიც ინიცირებულია პარლამენტში, არაფერს სხვას არ აკეთებს გარდა იმისა, რომ ახდენს არასამთავრობო სექტორის სტიგმატიზებას და აგენტებად გამოყვანას. ეს საშიში იმიტომ არის, რომ ანალოგიურად, რომ ვითომ არაფერი ხდება და უბრალოდ რეგისტრაციაა, ეს გზა გაიარა რუსეთმა და დღეს რუსეთში მანახეთ დამოუკიდებელი ჟურნალისტი, უფლებადამცველი - ვერ ნახავთ! ეს გზა გაიარა რუსეთმა და ის მიგვიყვანს დაუცველ მოქალაქეებამდე, გაუმჭვირვალე საზოგადოებამდე. ამიტომ ვეძახით ამ კანონს რუსულს და ამიტომ არის დაუშვებელი მისი მიღება. მე არ მეგულება მსოფლიოში რომელიმე ორგანიზაცია, თანამდებობის პირი, რომელმაც არ დაგმო და არ გააკრიტიკა ეს კანონპროექტები. ეს არის ძალიან საშიში კანონი და თუ რაიმე საერთაშორისო სტანდარტი შეიძლება არსებობდეს მსოფლიოში, მათ შორის, ჩვენი კონსტიტუცია, ყველაფერს ეწინააღმდეგება. საქართველოს მოქალაქეებისთვის ეს კანონი განსაკუთრებით საშიშია, ჩვენ გვაქვს განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებული და 12 პუნქტიდან 2- ს პირდაპირ ეწინააღმდეგება. ეს ეწინააღმდეგება ევროკავშირის სტანდარტებს და ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას რამდენიმე წლის წინ, ამის მიღება საქართველოში არის დაუშვებელი",- განაცხადა ბურჯანაძემ.

სერგი კაპანაძე - კონფლიქტების თემებზე ჩვენს საზოგადოებაში უნდა არსებობდეს ფართო კონსენსუსი და დიალოგის დაწყებამდე ჩვენ თავად უნდა გვქონდეს განსაზღვრული, რისი მიღწევა გვსურს დიალოგის შედეგად
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
ნაზილბე BDO Digital-თან პარტნიორობით მერჩანდაიზინგის თანამედროვე სისტემას ABM Shelf-ს ნერგავს
„სმარტ კაპიტალ ჯგუფის“ ფონდების მხარდაჭერით ნოდარ დუმბაძის საიუბილეო წიგნები გამოიცა
რივერ პარკი - Index | Wealth Management-ის ახალი პროექტი
სილქნეტი - საქველმოქმედო გალა-ვახშამი და „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ანგარიში
თბილისში „ქეი-ეფ-სი“-ს მე-15 რესტორანი  გაიხსნა
ახალი წლის მოლოდინი და 2024 წლის ტენდენციები