პაატა მანჯგალაძე - ეს არის წყალგამყოფი, ამ კანონისთვის ხმის მიცემა ნიშნავს ევროკავშირის და ნატო-ს წინააღმდეგ ხმის მიცემას - როცა დასავლეთიდან დაფინანსებულებს არქმევ აგენტს, ნიშნავს, რომ რუსი ხარ!

გუშინ ყველამ ნახა „ქართული ოცნების" სახე, როცა საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტებმა მოიწონეს კანონპროექტები, რომელზეც ამერიკა ამბობს, რომ მათზე ხმის მიცემა ნიშნავს ევროპის და ნატო-ს წინააღმდეგ ხმის მიცემას, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „ეს არის წითელი ხაზი“.

„ეს არის წყალგამყოფი, ამ კანონისთვის ხმის მიცემა ნიშნავს ევროკავშირის და ნატო-ს წინააღმდეგ ხმის მიცემას. თუნდაც, ე.წ. ამერიკული კანონი ავიღოთ, რომელიც ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ მიიღეს 100 წლის წინ და ის ეხება არა არასამთავრობო სექტორს, არამედ, უცხოეთის მთავრობების მიერ დაქირავებულ წარმომადგენლობებს, ლობისტურ საქმიანობას აწესრიგებს. როცა ამერიკიდან დაფინანსებულს „გავლენის აგენტებს“ ეძახი, ეს ხომ რუსის ლაპარაკია?! ამერიკამ ეს კანონი მიიღო 100 წლის წინ მტრის პროპაგანდისგან თავის დასაცავად და „ქართული ოცნებისთვის“ მტერი ვინ გამოდის?! თუ ამერიკიდან დაფინანსებულს აგენტს არქმევ, ვინ გამოდიხარ?! ამ კანონზე ხმის მიცემა, როცა დასავლეთიდან დაფინანსებულებს არქმევ აგენტს, ნიშნავს, რომ რუსი ხარ”, - განაცხადა მანჯგალაძემ.

ცნობისთვის, საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტებმა ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს მხარი დაუჭირა. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი უცხოური გავლენის აგენტებად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა (20%-ზე მეტი) უცხოეთიდან არის მიღებული. კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც „უცხოური გავლენის აგენტად“ მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის შეუვსებლობა გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 ათასი ლარის ოდენობით. რაც შეეხება რიგით მეორე - „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტს, აღნიშნული პროექტის გათვალისწინებით, უცხოეთის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს ექნება, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს. „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და იქნება დასჯადი ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით - 5 წლამდე ვადით.

დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან
კახა ოქრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე - ეს არის ერთადერთი სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით
„ვოლტის“ სათავო ოფისი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
„თეთრი კვადრატი“ საბურთალოზე 2 ახალ პროექტს იწყებს
განაახლე შენი გარდერობი Cashback-სა და VISA-სთან ერთად
„სმარტმა“ ბათუმში 35-ე სუპერმარკეტი გახსნა
კომპანია „ვილა-ოქროყანა“ განცხადებას ავრცელებს