ზვიად ქორიძე - როდესაც ასეთ კანონს იღებ, აკეთებ განაცხადს - ვასრულებ დემოკრატიას და ვიწყებ დიქტატურის დაკანონებას - ივანიშვილს სამოქალაქო სექტორი და მედია დისკომფორტს უქმნის და გადაწყვიტა, დისკომფორტის ბოლო ბასტიონი აიღოს

როდესაც არსებული დემოკრატიული წესრიგის მიღმა ასეთ კანონს იღებ, აკეთებ განაცხადს - ვასრულებ დემოკრატიას და ვიწყებ დიქტატურის დაკანონებას - ბიძინა ივანიშვილის პრობლემა დღეს სამოქალაქო სექტორი და მედიაა, რადგან ესენი უქმნიან დისკომფორტს და გადაწყვიტა, დისკომფორტის ბოლო ბასტიონი აიღოს, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ რეგიონული სამსახურის უფროსმა ზვიად ქორიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ ე.წ. უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტებთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ქორიძემ აღნიშნა, თუ პარლამენტი აღნიშნულ კანონს მიიღებს, ეს დემოკრატიულ წესრიგს დაარტყამს და დაანგრევს.

„გუშინ დემოკრატიული წესრიგის დარღვევა ხელისუფლებამ ფორმალურად დაიწყო. დემოკრატიული წესრიგი ჩვენი წყობილებაა. არ იყო მარტივი პერიოდები, თუმცა საქართველოს დემოკრატიული წესრიგიდან არ გადაუხვევია. იმ შემთხვევაში, თუ იმ კანონს მივიღებთ, რომლის მიღების პირველი ნაბიჯი გუშინ გადადგეს, ეს მიანიშნებს, რომ დემოკრატიულ წესრიგს სერიოზულად დავარტყამთ და დავანგრევთ, რადგან ეს კანონი თავისი შინაარსით, სულისკვეთებით, პათოსით, ანტიდემოკრატიულია. საუბარი არაა იმაზე, რომ ჩვენს ქვეყანაში არ უნდა იყოს უცხო ქვეყნის აგენტურა - დარწმუნებულები ვართ, რომ არის და თუ არის, მისი გამოაშკარავების და სამხილების მოძიების მექანიზმები არსებობს. ეს უნდა გააკეთოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა. თუ ქვეყანაში არის ეჭვი, რომ ფული თეთრდება და არალეგალური ფულის ბრუნვის მექანიზმებია, ამისთვის შესაბამისი სამსახურები და საკანონმდებლო ბაზა არსებობს. ამის გაკეთება სახელმწიფოს ისედაც ევალება და უნდა გააკეთოს. მაგრამ როდესაც არსებული, დემოკრატიული წესრიგის მიღმა ასეთ კანონს იღებ, აკეთებ განაცხადს - ვასრულებ დემოკრატიას და ვიწყებ დიქტატურის დაკანონებას. დიქტატურისკენ მისწრაფება ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე წლის წინ გამოხატა, როდესაც პოლიტიკურ პროცესს გაეცალა და ამით თქვა, რომ უნდა აიყოს არაფორმალური მმართველი. ის არ გასულა პოლიტიკიდან, პოლიტიკაშია და ყველა ნაბიჯი, რომელსაც საქართველოს პარლამენტი და მთავრობა დგამს, მისგანაა ინსპირირებული. ის პოლიტიკაშია და განსაზღვრავს პოლიტიკას“,- განაცხადა ზვიად ქორიძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების გაერთიანებულმა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტებს მხარი დაუჭირა. კანონპროექტების განხილვამ ხმაურის ფონზე ჩაიარა. პროტესტი იყო როგორც საკანონმდებლო ორგანოს გარეთ, ისე პარლამენტის დერეფანშიც.

კანონპროექტები წარდგენილია „ხალხის ძალიდან“ უმრავლესობის წევრი დეპუტატების: - სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილის, გურამ მაჭარაშვილის, დაჩი ბერაიას, ვიქტორ ჯაფარიძის, ეკა სეფაშვილის, დავით კაჭარავას და ზაალ მიქელაძის მიერ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა