მიხეილ ყაველაშვილი - არ მინდა ევროპა, რომელიც მეუბნება - დამნაშავე უნდა გაუშვა, კონსტიტუცია უნდა დაარღვიო, კანონი უგულებელყო, მართლმსაჯულებაში ჩაერიო, ეს არის ევროპა? - შინაარსობრივ განხილვაში ვერ შემოდიან, მაგრამ მაგიდის აყირავება ეხერხებათ

მათი მიზანი იყო, რომ კომიტეტის სხდომა ჩაეშალათ - ეს ნათელი იყო მათი ქმედებებით, შეძახილებით, შეურაცხყოფებით და ა.შ. ვერანაირად ვერ დაასაბუთეს, რომ ამ კანონს რაღაც ისეთი აქვს, რამაც შეიძლება ეს მოვლენები [ევროპული გზიდან გადახვევა] გამოიწვიოს, - ასე ეხმაურება „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მომხდარ დაპირისპირებას.

მისივე თქმით, გარკვეული ჯგუფების გუშინდელი ქმედებები არათუ გასაკვირი არ ყოფილა, არამედ, მოსალოდნელიც იყო.

„ვიცით, ეს ხალხი როგორ მოქმედებს, როცა სხდომის ჩაშლას მიზანმიმართულად ცდილობს, მაგრამ, წითლიძემ და სამნიძემ, რომელიც თვალებში მიყურებდა, ისე გადააყირავა მაგიდა, ნამდვილად გამაკვირვეს. ესენი მერე კონსტრუქციულობაზე და ა.შ. გვესაუბრებიან. გავიმეორებ - არ მინდა ის ევროპა, რომელიც მეუბნება, რომ დამნაშავე უნდა გაუშვა, კონსტიტუცია უნდა დაარღვიო, კანონი უგულებელყო, მართლმსაჯულებაში ჩაერიო... ეს არის ევროპა? ამ კითხვაზე ვერ გვპასუხობენ. ვერ უპასუხეს მთელი დღე კითხვას, რა არის ამ კანონპროექტში ისეთი, რომ ევროკავშირში შეიძლება არ მიგვიღონ - შინაარსშიც ვერ შემოდიოდნენ“, - აცხადებს მიხეილ ყაველაშვილი, რომლის კომენტარსაც „ხალხის ძალა“ ავრცელებს.

სერგი კაპანაძე - კონფლიქტების თემებზე ჩვენს საზოგადოებაში უნდა არსებობდეს ფართო კონსენსუსი და დიალოგის დაწყებამდე ჩვენ თავად უნდა გვქონდეს განსაზღვრული, რისი მიღწევა გვსურს დიალოგის შედეგად
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
ნაზილბე BDO Digital-თან პარტნიორობით მერჩანდაიზინგის თანამედროვე სისტემას ABM Shelf-ს ნერგავს
„სმარტ კაპიტალ ჯგუფის“ ფონდების მხარდაჭერით ნოდარ დუმბაძის საიუბილეო წიგნები გამოიცა
რივერ პარკი - Index | Wealth Management-ის ახალი პროექტი
სილქნეტი - საქველმოქმედო გალა-ვახშამი და „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ანგარიში
თბილისში „ქეი-ეფ-სი“-ს მე-15 რესტორანი  გაიხსნა
ახალი წლის მოლოდინი და 2024 წლის ტენდენციები