სანდრო რაქვიაშვილი - ევროინტეგრაციის პროცესის გაჩერების რისკის ქვეშ ვართ და ამას უფრო გააზრებული დაგეგმილი ნაბიჯები სჭირდება - პრობლემაა ჩემი კოლეგების არათანმიმდევრულობა, ისე გამოვიდა, რომ იჩხუბეს და წავიდნენ, დრამა დადგეს

„ქართულმა ოცნებამ“ ეს კანონი ევროინტეგრაციის გასაჩერებლად მოიგონა, ვეთანხმები პრობლემის მასშტაბს რომელიც ევროინტეგრაციის გაჩერებაა, სიამოვნებით დავეხმარები ყველა კოლეგას, მიტინგზეც მოვალ, მაგრამ არ შეიძლება სამი სხვადასხვა გზა გამოიყენო ერთდროულად - დაიწყო ჩაშლით, მერე დისკუსიაზე გადახვიდე და მერე აქცია მოაწყო,- ამის შესახებ გირჩის" დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროინტეგრაციის პროცესის გაჩერების რისკის ქვეშ დგას ქვეყანა და პრობლემა ის არის, რომ ოპოზიციას უფრო თანმიმდევრული ნაბიჯები აქვს გადასადგმელი.

რაქვიაშვილი აცხადებს, რომ ჩხუბი და კომიტეტის ჩაშლა ზოგჯერ ლეგიტიმური მიზანია, თუმცა, თანმიმდევრულობაა საჭირო.

„ევროპელი დიპლომატები იქითკენ იხრებოდნენ, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენთვის კანდიდატის სტატუსი მოეცათ, ეს არ აწყობს "ქართულ ოცნებას", რადგან რუსეთსა და დასავლეთს შორის ბალანსის დაჭერაში უშლის ხელს, ამიტომ მოიგონეს ეს კანონი, რომელსაც ოდნავ საღ აზრზე მყოფი ადამიანიც ვერ დაუჭერს მხარს, მიზანი იყო ის, რომ ევროპელებმა თქვან - არა, ასე არ გამოვა, მიზანია ევროინტეგრაციის პროცესის გაწელვა და ბუნებრივია ყველას, ვისაც ევროინტეგრაცია აღელვებს, წინააღმდეგობა უწევთ. პრობლემაა არათანმიმდევრულობა ჩემი კოლეგების, არ შეიძლება ერთდროულად კომიტეტის ჩატარება დაიწყო და თან კომიტეტის ჩაშლა, ისე გამოვიდა, რომ იჩხუბეს და წავიდნენ, დრამა დადგეს. ან ერთი უნდა გააკეთო ან მეორე: თუ ჩხუბობ კამერების იქითაც უნდა იჩხუბო და თუ გარეთ გაგაგდეს უკან უნდა დაბრუნდე, თუ ჩაშლაა, უნდა ჩაშალო, თუ არ აპირებ ჩაშლას, მაშინ დრამას რატომ დგამ? ხალხს მაინც აუხსენი რამდენად ცუდი კანონია.

სინამდვილეში, ახლა მართლა ევროინტეგრაციის პროცესის გაჩერების რისკის ქვეშ ვართ და ამას სჭირდება უფრო გააზრებული, მშვიდი და დაგეგმილი ნაბიჯები, ვიდრე გუშინ იყო. არ შეიძლება ერთდროულად აქციაც დააანონსო და თან ჩაშალო. ჩხუბს რომ იწყებ, გავიგე, ლეგიტიმური მიზანია და თუ მიიჩნევ, რომ ამორალური კანონია, სრული უფლება გაქვს ჩხუბიც დაიწყო და ჩაშალო კომიტეტი, მაგრამ თუ ამას მარტო იმიტომ აკეთებ, რომ კამერები ჩანს და მერე გაგიყვანეს და უკან აღარ ბრუნდები, მაშინ რა აზრი აქვს. სინამდვილეში ბევრად მეტის გაკეთება შეიძლებოდა, ჩაშლა თუ იქნებოდა საჭირო, სხვათა შორის, შევთავაზე დახმარება, თუ გინდათ მოგამარაგებთ საჭმლით და ღამე გავათენოთ-მეთქი, ჩვენი თანამშრომელი მოდიოდა, მაგრამ როცა ეს პროცესი დაიწყო, მათი უმრავლესობა უკვე აღარ იყო. მე უბრალოდ ვერ გავიგე, რა უნდოდათ, თორემ კარგი სურათი დაიდგა და საბოლოო ჯამში ყურადღება მიიქცია. „ნაცები“ იყვნენ უმრავლესობა იქ, რომ შევთავაზე დახმარება, ვუთხარი, მე ასეთი გაცხარებული ემოცია არ მაქვს, მაგრამ ცუდი კანონია, დამაზიანებელი, ყვირილში ვერ წამოგყვებით, მაგრამ თუ გინდათ გავათენოთ-მეთქი, აგერ "რედ ბულს" მოგვიტანენ, საჭმელს, შოკოლადს და გვეყოფა-თქო და როცა ისინი გააგდეს, „ლაივიდან“ ვუთხარი, ერთ კარს ხურავენ შიგნიდან და მეორიდან შემოდით-მეთქი. ჩემთვის სამხედრო რეფორმა უფრო ამორალურია და ეს რეფორმა, შეიძლება მორალური გრანდიოზული პრობლემა არ იყოს, მაგრამ ევროინტეგრაციას აზიანებს და შენ ხვდები, რომ თუ გინდა ევროპაში იყო, უნდა გააპროტესტო. 18- 27 წლის ბიჭს მისი ნების წინააღმდეგ წაიყვანენ ჯარში, როგორც მონას მოეპყრობიან, ეს ჩემთვის ბევრად უფრო დიდ ემოციას იწვევს და არანაირი პრობლემა არ მაქვს, რომ არათუ კომიტეტი ჩავშალო, ჩხუბშიც ჩავერთო ამ ნაწილში, მაგრამ ამასობაში იმიტომ რომ ვეთანხმები პრობლემის მასშტაბს რომელიც ევროინტეგრაციის გაჩერებაა, სიამოვნებით დავეხმარები ყველა კოლეგას, რომელიც ჩაშლას დააპირებდა, მიტინგზეც მოვალ, მაგრამ მთელი პრობლემა არის ის, რომ არ შეიძლება სამი სხვადასხვა გზა გამოუყენო ერთდროულად: დაიწყო ჩაშლით, მერე დისკუსიაზე გადახვიდე და მერე აქცია მოაწყო. ასე არ გამოვა, ხალხი უნდა გაბრაზდეს და როცა მეტი ბრაზი დაგროვდება უფრო დაზიანდება შენი ოპონენტი“, - განაცხადა რაქვიაშვილმა.

ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ანა კეკელიძე - საპენსიო სააგენტოს სერვისებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა
კომპანია „IDS ბორჯომი“ საქართველო განცხადებას ავრცელებს
„ჰიდროვეი - Hydroway“ აგრარულ სექტორს სარწყავი სისტემების ახალი კომპანია შემოუერთდა
Pullman Tbilisi Axis Towers ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მასპინძელი სასტუმრო გახდა
ლიბერთის გაზრდილი CashBack აქცია სოციალურ საწარმოში „ბაბალე“
„გორგიამ“ სომხეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაში მონაწილეობა მიიღო
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი