კახა კალაძე - აქციების დაანონსება მათი გადაწყვეტილებაა, მაგრამ იმდენად განულებულია დღეს ოპოზიციური სპექტრი, რომ საზოგადოების მხარდაჭერა საერთოდ აღარ აქვთ

ჟურნალისტის სტატუსი, არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანს ყველაფრის უფლება აქვს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახი კალაძემ გუშინ ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების კანონპროექტების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებულებთან დაკავშირებით განაცხადა.

ასევე, როგორც მან სამომავლოდ დაანონსებულ აქციებთან დაკავშირებით აღნიშნა, ოპოზიციური სპექტრი იმდენად „განულებულია“, რომ მათ საზოგადოების მხარდაჭერა არ აქვთ.

„რაც შეეხება დაკავებულებს, როდესაც ადამიანია აქციაზე სამოქალაქო წესრიგს არღვევს, ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. ჟურნალისტის სტატუსი, არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანს ყველაფრის უფლება აქვს. ასევეა პოლიტიკოსის სტატუსიც, ბიზნესმენის ან თუნდაც პოლიციელის სტატუსი. კანონის წინაშე ყველა თანასწორუფლებიანი ვართ.

იმდენად განულებულია დღეს ოპოზიციური სპექტრი, რომ საზოგადოების მხარდაჭერა მათ საერთოდ აღარ აქვთ. შეუძლებელია, ყველაფერთან მიმართებით ის დამოკიდებულება ჰქონდეთ, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ. არანაირი შინაარსი, არანაირი ლოგიკა. აქედან გამომდინარე, საზოგადოებას მათდამი შესაბამისი დამოკიდებულება აქვს. არ მინდა მათ გეგმასა და ხედვებში შევიდე. აქციების დაანონსება მათი გადაწყვეტილებაა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ აქცია პარლამენტთან მას შემდეგ დაიგეგმა, რაც საქართველოს პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტებს განხილვა დაიწყო. პარლამენტის შენობაში და მის გარეთ, ხმაურისა და პროტესტის ფონზე კომიტეტმა „ხალხის ძალის“ მიერ შეთავაზებულ ორივე საკანონმდებლო ინიციატივას მხარი დაუჭირა.

აქციის მიმდინარეობის პროცესში 36 ადამიანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლების საფუძველზე დააკავეს. მათგან 29 მათგანი ადმინისტრაციულ პატიმრობაში რჩება, 7 გათავისუფლებულია.

სტეპან გრიგორიანი - სომხეთ-ირანის საზღვრით ირანს, ჯერჯერობით, მხოლოდ უცხო ქვეყნების მოქალაქეები ტოვებენ, მაგრამ, თუ ისრაელ-ირანის ომი გაგრძელდა, არაა გამორიცხული ამ საზღვარზე ირანელი დევნილებიც გამოჩნდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება