ლევან ხაბეიშვილი - 27 ქვეყნის მთავრობამ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და ჩვენმა საზოგადოებამ გაიგო, რომ ე.წ. აგენტების კანონი რუსულია - თუ ასე არ არის, გამოდის, სუბარია თვით ობიექტურობა, ხოლო ხუნდაძე - სიმართლის საზომი

27 ქვეყნის მთავრობამ, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა და ჩვენმა საზოგადოებამ გაიგო, რომ ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების კანონი რუსულია. თუ ასე არ არის, გამოდის, სოზარ სუბარია თვით ობიექტურობა, ხოლო დიმიტრი ხუნდაძე კი სიმართლის საზომი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, თვლის, რომ მთავრობა უკან არ დაიხევს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ხალხის აქტიურობა, მათ შორის, ყოველდღიური, რათა საზოგადოებამ საქართველოს რუსეთიზაცია არ დაუშვას.

„27 ქვეყნის მთავრობამ წაიკითხა და გაიგეს, რომ ეს კანონი რუსულია. ასევე, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა წაიკითხა და გაიგო, რომ კანონი რუსულია. ქვეყნის შიგნითაც იმავე აზრზე ვართ. თუ ასე არ არის, ისე გამოდის, რომ სოზარ სუბარია თვით ობიექტურობა, ხოლო სიმართლის საზომია ხუნდაძე. იქცევიან ისე, როგორც პუტინის რუსეთში, როცა რაიმეს პროპაგანდირება უნდათ. მათზე შეგიძლიათ პირდაპირ თქვათ, რომ „კრემლმა განაცხადა“ და ჩვენ კრემლის არ გვჯერა. როგორც კი მოახლოვდა ევროკავშირის წევრობის სტატუსის საკითხი, მაშინვე დაიწყეს რუსული კანონის განხილვა.

ხალხს უნდა ევროპა და ეს მათი ისტორიული არჩევანია, თუმცა ჩვენი მთავრობა კონსტიტუციას არღვევს, როდესაც ამის საპირისპიროდ მიდიან. დაიხევენ თუ არა უკან? ჩემი წარმოდგენით, ასე არ მოხდება, რადგან რასაც მათ დასავლეთი და ევროპა ეუბნება, იმის საწინააღმდეგოს აკეთებენ. ძალიან მნიშვნელოვანია ხალხის აქტიურობა, მათ შორის, ყოველდღიური. ქვეყნის გარედან ყველაფერი ნათქვამია. მნიშვნელოვანია, ქვეყნის შიგნით საქართველოს რუსეთიზაცია არ დავუშვათ“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ასევე, როგორც მან აღნიშნა, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება ქვეყნის შეუქცევად ევროპულ მომავალთან დაკავშირებით არავის აინტერესებს, რადგან საზოგადოება ხედავს, "თუ როგორ მოქმედებს მთავრობა და პრემიერ-მინისტრი, როგორც კრემლის აგენტი, ისე შეგვიძლია შევაფასოთ".

„ის, რას დღაბნის სოციალურ ქსელში, არავის აინტერესებს. რას მოქმედებენ, ეს ყველამ ნახა. ისტორიული შეფასება შეიძლება მივცეთ ღარიბაშვილს, როგორც ბერას ძიძას, სათამაშოს და კრემლის აგენტს. რაც შეეხება ოპოზიციას, ყოჩაღ, რომ კრემლის პროპაგანდის მიუხედავად, ასეთი ზეწოლების მიუხედავად, ციხეების და შანტაჟის მიუხედავად, ფეხზე დგას. ყოჩაღ ყველას, ვინც ახერხებს ბრძოლას და ამ ბრძოლას ბოლომდე მიიყვანს”, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა