თეონა ჭალიძე - რუსული კანონის შედეგები სოციალურ ჭრილში განსაკუთრებით საგანგაშო იქნება

სწორედ უცხოური ორგანიზაციების გადმორიცხული მილიონობით ევროს დამსახურებაა საქართველოს არაერთი სოფლის, რაიონისა თუ ქალაქის მოსახლეობის საბაზისო საჭიროებებით უზრუნველყოფა, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" პოლიტსაბჭოს წევრმა, სოციალური მიმართულების ხელმძღვანელმა თეონა ჭალიძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „რუსული კანონის“ მიღება რეალური საფრთხეა და ის თავისუფალ მედიას ემუქრება.

,,რუსული კანონის მიღება არის დანაშაული ყველა მოქალაქისა და ქვეყნის წინაშე. ევროკავშირში და ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში ინტეგრაცია საქართველოს კონსტიტუციით გაცხადებული მიზანია. ამ რუსული კანონის მიღების სავარაუდო შედეგები სოციალურ ჭრილში განსაკუთრებით საგანგაშო იქნება. ფაქტია, სოციალურად დაუცველი პირები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ძალადობის მსხვერპლები, მარტოხელა მშობლები, ხანდაზმულები, უმცირესობების წარმომადგენლები, ბავშვები და სხვადასხვა მძიმე დაავადებების მქონე პირები ყველაზე მეტად დაზარალდებიან. მზრუნველობისა და აუცილებელი სერვისების გარეშე დარჩება ათიათასობით ადამიანი. დაბალშემოსავლიანი ოჯახებისთვის კიდევ უფრო ხელმიუწვდომელი გახდება სასიცოცხლოდ აუცილებელი სერვისების მიღება. სამართლებრივი დახმარების გარეშე დარჩება ყველა ის პირი ვისაც არ აქვს საშუალება ადვოკატის დაქირავების. არაფორმალური განათლება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების ყველა წევრისთვის, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის საჭირო უნარების განვითარებისთვის თუ ინფორმაციის მისაღებად და ცნობიერების გასაზრდელად, უბრალოდ აღარ იარსებებს.

არადა, რამდენ თქვენგანს უსარგებლია ამ სიკეთით სრულიად უსასყიდლოდ, სწორედ დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით და მათი მომართული ფინანსური რესურსების ხარჯზე. რამდენმა ადამიანმა შეძელით მცირე ბიზნესის წამოწყება, რამდენმა შეიძინეთ მეწარმეობისთვის აუცილებელი უნარები, რამდენმა შესაბამისი საჭირო დანადგარები შეიძინეთ სწორედ საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების საგრანტო კონკურსებში მონაწილეობის შედეგად? სწორედ იმ ორგანიზაციების გადმორიცხული მილიონობით ევროს დამსახურებაა საბაზისო საჭიროებებით უზრუნველყოფა საქართველოს არაერთი სოფლის, რაიონისა თუ ქალაქის მოსახლეობის. ამიტომ ეს კანონი ყველას გეხებათ. გამოხატეთ პროტესტი, შეეხმიანეთ იმ ორგანიზაციებს ვისაც ოდესმე თქვენთვის მხარი დაუჭერია და დაუდექით გვერდით. უზრუნველყავით რომ სხვამაც შეძლოს გასაჭირში მათი არსებობით სარგებლობა. საფრთხე რეალურია და ემუქრება თავისუფალ მედიას, სადაც ხშირად ისმის თქვენი ხმა, მაშინ როცა ხელისუფლებას თქვენი არ ესმის.“- განაცხადა თეონა ჭალიძემ.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს