ირაკლი ქადაგიშვილი - მიზანი ერთადერთია - იყოს იმ ორგანიზაციების გამჭვირვალობა, რომლებიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებენ და არასამთავრობო სექტორს წარმოადგენენ

მიზანი ერთადერთია - იყოს იმ ორგანიზაციების გამჭვირვალობა, რომლებიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებენ და არასამთავრობო სექტორს წარმოადგენენ, - ეს განცხადება “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების თაობაზე მომზადებულ პროექტებზე საუბრისას გააკეთა.

ქადაგიშვილის თქმით, გარკვეული ასოციაციები სიტყვა “აგენტმა“ გამოიწვია და ამ მიმართულებით წუხილები და შენიშვნები გაზიარებული იქნება.

როგორც ქადაგიშვილი აცხადებს, მეორე მოსმენით მსჯელობისას პოზიციები შეჯერდება.

„გამჭვირვალობის კანონს დავარქმევდი. მგონია, რომ ეს არის კანონპროექტის შინაარსი, არსი, მიზანი და დანიშნულება. ჩვენ ისეთ კაზუსებთან გვაქვს საქმე, როცა სიტყვა-სიტყვით ნათარგმნი ამერიკული კანონი მაინც რუსული კანონია. ქართულ კანონპროექტს არანაირი საერთო და კავშირი არც ერთ სხვა კანონთან არა აქვს, მხოლოდ ირიბი კავშირი აქვს ამერიკულ კანონპროექტთან და მისი დასახელება, სადაც სიტყვა “აგენტი“ ფიგურირებს ამერიკული კანონპროექტიდან არის გადმოტანილი.

საუბარი მხოლოდ გამჭვირვალეობაზეა. “აგენტის შესახებ“ კანონი დაარქვეს... რადგან ამ სიტყვამ გარკვეული ასოციაციები გამოიწვია, საკომიტეტო მოსმენისას დასკვნაში პირდაპირ ჩაიწერა, რომ მეორე მოსმენის დროს დაფინანსების მიმღები ორგანიზაციის მიმართ ისეთი დეფინიცია უნდა გაკეთდეს, რომლითაც დისკრედიტაციის მატარებელი ტერმინი გამოყენებული არ იქნებოდა, რადგან დანარჩენ მსოფლიოში სიტყვა "აგენტი" არ იწვევს იმ ასოციაციას, რაც საქართველოში წარსული ისტორიიდან გამომდინარე ამ სიტყვაზე ჩამოყალიბდა. ამიტომ, ეს შენიშვნა და წუხილი გაზიარებულია“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
კახა ოქრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე - ეს არის ერთადერთი სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით
„ვოლტის“ სათავო ოფისი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
„თეთრი კვადრატი“ საბურთალოზე 2 ახალ პროექტს იწყებს
განაახლე შენი გარდერობი Cashback-სა და VISA-სთან ერთად
„სმარტმა“ ბათუმში 35-ე სუპერმარკეტი გახსნა
კომპანია „ვილა-ოქროყანა“ განცხადებას ავრცელებს