ვოლოდიმირ ზელენსკი - არტილერია და დიდი რაოდენობით ჭურვები - ესაა ნომერ პირველი, რაც უკრაინას რუსეთის გასაჩერებლად სჭირდება

არტილერია და დიდი რაოდენობით ჭურვები - ესაა ნომერ პირველი, რაც უკრაინას სჭირდება რუსეთის გასაჩერებლად, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ლატვიის პრეზიდენტთან ეგილს ლევიტსთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„არტილერია - ესაა ნომერი პირველი იმ ჩამონათვალიდან, რაც გვჭირდება, ისევე, როგორც სისტემები, ამუნიცია და დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა, რათა რუსეთი გავაჩეროთ. მათ ტერიტორიას კი არ ვესროლოთ, არამედ ჩვენიდან გავაგდოთ”, - განაცხადა ზელენსკიმ.

მან აღნიშნა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის იარაღის გადაცემის დასაჩქარებლად საჭიროა „საჯაროდ საუბარი იმაზე, რა არ გვყოფნის”. მისი თქმით, სახელმწიფოებს, რომლებიც უკრაინას ეხმარებიან, შეუძლიათ სრულიად საჯაროდ მხარი დაუჭირონ ამა თუ იმ იარაღის გადაცემას.

„ასევე თვითმფრინავები, თვითმფრინავების დეფიციტია. ამაზე ვისაუბრეთ და თანხმობა გვაქვს დიდი ბრიტანეთის, პოლონეთის მხრიდან. დღეს ვესაუბრეთ ჩვენს პარტნიორებს ლატვიიდან, ლიეტუვიდან და ესტონეთიდან სად შეუძლიათ მოსამზადებელ მისიებში დაგვეხმარონ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ტანკების გადაცემაზე საუბრისას ზელენსკიმ აღნიშნა, რომ დარწმუნებულია უკრაინა თავის სატანკო არმიას მალე მიიღებს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია