ანა ნაცვლიშვილი - ჩვენს წინააღმდეგობას აზრიც ჰქონდა და დატვირთვაც - შეიძლება ვიღაცამ თქვას, „რამ გადარია ეს მშვიდი ხალხი?“, მაგრამ შვილს რომ თვალწინ აცლიან დედას, ვინმე ხმის ტონს გაუკრიტიკებს? იტყვიან, ძალიან ხმამაღლა კივის ეს ქალი?

როდესაც ხელისუფლება დღისით, მზისით, მოურიდებლად თავზე გვახევს კონსტიტუციას, მოქალაქეების უფლება და მოვალეობაა გავწიოთ წინააღმდეგობა, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

ან ნაცვლიშვილის განცხადებით, წინააღმდეგობა უნდა იყოს მრავალფუნქციური და ეს წინააღმდეგობა უნდა იყოს ყველა სივრცეში, სადაც სახელმწიფოა.

„წინააღმდეგობაში არ არის არაფერი არაკონსტიტუციური და არადემოკრატიული. ჩვენ, ამ ქვეყნის მოქალაქეებს, ვისაც გვინდა, რომ ეს ქვეყანა შენარჩუნდეს როგორც დემოკრატია, სადაც თავისუფალ ადამიანებს დაედგომებათ, სადაც რუსეთისგან განსხვავებით ჟურნალისტებს არ კლავენ, არ წამლავენ ან აიძულებენ ქვეყანა დატოვონ, ასეთ ადამიანებს გვაქვს უფლებაც და ვალდებულებაც, რომ ამ რუსულ კანონს და მის შედეგებს, რომელიც ვიცით უკვე რუსეთში როგორი იყო, გავუწიოთ წინააღმდეგობა. წინააღმდეგობა უნდა იყოს მრავალფუნქციური, ეს წინააღმდეგობა უნდა იყოს პარლამენტშიც და ყველა სივრცეში, სადაც არის სახელმწიფო“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ანა ნაცვლიშვილი გადაცემაში გამოეხმაურა პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის „პალიტრანიუსის“ ეთერში გაკეთებულ განცხადებასაც, რომ პარლამენტში „გამიშვი, გამატარე“, როცა მუდამ გალახული რჩება ოპოზიცია, შედეგს არ იძლევა.

მისი თქმით, რაც ე.წ. აგენტების შესახებ კანონის განხილვის დროს პარლამენტში მოხდა ბუნებრივი რეაქცია იყო და „შვილს რომ თვალწინ აცლიან დედას, ხმის ტონს არ უკრიტიკებენ“.

„ჩვენს წინააღმდეგობას აზრიც ჰქონდა, ღირებულებაც და დატვირთვაც. ეს იყო ერთადერთი სწორი მოქმედება. მე მესმის იმ ადამიანების, ვისაც შეიძლება რაღაც არ მოსწონდეს. არც მე და თეონა აქუბარდიას მოგვწონდა იმ მდგომარეობაში ყოფნა, მაგრამ ეს ხომ რეაქციაა?! თუ არ ვისაუბრებთ იმაზე, რა უძღოდა ამ ყველაფერს წინ, შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ „რამ გადარია ეს მშვიდი ხალხი?“, მაგრამ შვილს რომ თვალწინ აცლიან დედას, ვინმე ხმის ტონს გაუკრიტიკებს? იტყვიან, რომ ძალიან ხმამაღლა კივის ეს ქალი?“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო