მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი - რუსეთის წინააღმდეგ სანქციებისადმი მოლდოვის მიერთების დონე გაცილებით გაიზრდება

რუსეთის წინააღმდეგ სანქციებისადმი მოლდოვის მიერთების დონე გაცილებით გაიზრდება, - ამის შესახებ მოლდოვის საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის მინისტრმა ნიკუ პოპესკუმ განაცხადა.

მისი თქმით, მოლდოვის ხელისუფლებამ “ადრე მიღებული ზოგიერთი გადაწყვეტილებისადმი” თავის დამოკიდებულებას გადახედა და მალე ახალს წარადგენს.

„გადაწყდა, რომ მოლდოვა ეგრევე არ შეუერთდება გარკვეულ შემზღუდველ ზომებს, მათ შორის სანქციებს… ჯერ ვაანალიზებთ რა რეაგირება ექნება მოლდოვას გარკვეულ სფეროებში. სანქციების მიმართ ჩვენი პოზიცია სრულიად ნათელია. სანქციებისადმი მიერთების ჩვენი დონე გაცილებით გაიზრდება”, - აღნიშნა პოპესკუმ.

მისი თქმით, ევროკავშირში 38 სასანქციო რეჟიმი მოქმედებს, რომლებიც სამართლებრივ საფუძვლად გამოიყენება სანქციების შემუშავებისას და მათგან მოლდოვა 21-ს შეუერთდა.

“ამ ეტაპზე მოლდოვა სანქციების 10 სამართლებრივ სახეობას არ შეუერთდა, მაგრამ ეს რიცხვი მალე შემცირდება”, - განაცხადა პოპესკუმ.

„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა