რატი იონათამიშვილი - „რუსული“ კანონი ტყუილია, სწორია - ამერიკული - ამ დონის „ფეიკზე“ დგას არა მხოლოდ „ომის პარტია“, არამედ ის მდიდარი NGO-ებიც რომლებსაც მოსწონთ „გავლენიანს“ რომ უწოდებენ

„რუსული“ კანონი ტყუილია, სწორია - ამერიკული. ამ დონის „ფეიკზე“ დგას არა მხოლოდ „ომის პარტია“, არამედ ის მდიდარი ენჯეოები, რომლებსაც მოსწონთ „გავლენიანს” რომ უწოდებენ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრი რატი იონათამიშვილი აცხადებს.

იონათამიშვილი სოციალურ ქსელში დოკუმენტების ბმულებს აქვეყნებს და აცხადებს, რომ „სინამდვილეში „რუსულიც“ ტყუილია და კანონის მხოლობითში მოხსენიებაც“

.„ვაქვეყნებ სამ დოკუმენტს, მათგან: 1. ამერიკაში მოქმედი კანონი ინგლისურ ენაზე. 2. ამერიკაში მოქმედი კანონი ქართულ ენაზე. 3. ამერიკაში მოქმედი კანონის გაცილებით ლიბერალური ვერსია.

ეს ორი ინიციატივა შემოიტანა „ხალხის ძალამ“ კანონის პროექტების სახით. ამას ეძახიან „რუსულ კანონს”, სინამდვილეში „რუსულიც“ ტყუილია და კანონის მხოლობითში მოხსენიებაც. სწორია, ამერიკული და სწორია კანონის პროექტები და მსგავს საკითხებზე, EPP-ის ინიციატივით, ინკლუზიური დისკუსია მიმდინარეობს ევროკავშირშიც.

აი, ამ დონის „ფეიკზე“ დგას არა მხოლოდ ომის პარტია, არამედ ის მდიდარი ენჯეოები, რომლებსაც მოსწონთ „გავლენიანს“ რომ უწოდებენ და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებს მიიჩნევენ მეორეხარისხოვნებად.

https://www.justice.gov/nsd-fara/fara-index-and-act

https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/321438

https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/320782“, - წერს იონათამიშვილი „ფეისბუკის“ გვერდზე.

დევიდ მაკალისტერი - საბოლოო ჯამში, დემოკრატიული ცვლილებები თავად ქართველი ხალხისგან უნდა მოდიოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.01.2025
მირიან მირიანაშვილი - კავკასიაში დასავლეთის პოზიციების გაძლიერება აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის ტრენდი იქნება
„ვისოლ ჯგუფი“ ორთაჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად დაზარალებულ დევნილთა ოჯახებს 100 000 ლარით დაეხმარება