პაატა მანჯგალაძე - არ მაქვს მოლოდინი, რომ „ქართული ოცნების“  ტრიბუნასთან შეჩერება არგუმენტებით შესაძლებელია, რადგან ამ ხალხმა სულის გაყიდვა და ღალატი გადაწყვიტა

„ქართული ოცნების“ მიერ კანონპროექტი პუტინის სიყვარულის საქმით აღიარებაა, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც ის ე.წ. უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვას გამოეხმაურა, რომელიც ხვალ პარლამენტშია დაგეგმილი.

მისი თქმით, ამ კანონის მიღების მიზანი ევროპული კურსის საბოტაჟია

მანჯგალაძეს არ აქვს მოლოდინი, რომ „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ტრიბუნასთან შეჩერება არგუმენტებით შესაძლებელია.

„ეს რუსული კანონი არის „ქართული ოცნების", როგორც რუსების მიერ დანახული პროცესი, რომ ყველა ადამიანი, ვინც დასავლეთთან რაიმე შემხებლობაში არის, საქართველოსთვის საფრთხის შემცველად გამოაცხადოს. ჩვენ კანდიდატის სტატუსზე განაცხადი შეტანილი გვაქვს და ამ დროს „ქართულმა ოცნებამ“ შემოიტანა კანონი, რომლითაც მთელი დასავლეთი გაცხადებულია უცხოეთის გავლენის აგენტად, ე.ი. საქართველოსთვის საფრთხედ. ეს არის წარმოუდგენელი მასშტაბის მავნებლობა, “ქართული ოცნების“ მიერ ეს კანონპროექტი პუტინის სიყვარულის საქმით აღიარების კანონპროექტია.

ამერიკული კანონი არეგულირებს ლობისტურ საქმიანობას, როცა უცხოეთის მთავრობები კონკრეტულ ადამიანებს, ორგანიზაციებს აფინანსებენ. ამერიკული კანონის რეგულაციაში უცხოეთის გავლენის აგენტად ითვლება არა ყველა ორგანიზაცია, რომელიც უცხოეთიდან დაფინანსებას იღებს, არამედ მხოლოდ საერთო მასშტაბით 2%, რაც ორგანიზაციები არსებობს. „ქართული ოცნების“ ვერსიის მიხედვით, ვინც უცხოეთიდან დაფინანსებას იღებს არის უცხოეთის აგენტი. კანონი, რომელიც ამერიკაში ნაციზმის წინააღმდეგ მიმართული იყო, დღეს იგივე კანონს „ქართული ოცნება“ ჩვენი დასავლელი პარტნიორების წინააღმდეგ იყენებს, ეს კანონი არის პუტინის სიყვარულის საქმით დამტკიცების კანონი.

არ მაქვს მოლოდინი, რომ „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ტრიბუნასთან შეჩერება არგუმენტებით შესაძლებელია, ასეთი არგუმენტი არ არსებობს, იმიტომ, რომ ამ ხალხმა სულის გაყიდვა გადაწყვიტა, ღალატი გადაწყვიტა, ამას ჩვენ ამ წუთას ვერ შევაჩერებთ. მოქალაქეებს მივმართავ, თუ ვინმეს ჰგონია, რომ მხოლოდ ეს არასამთავრობო ორგანიზაციებს ეხება და დანარჩენი ყველაფერი კარგად იქნება, მეგობრებო ეს ასე არ არის. ევროკავშირის 27 ქვეყნის ელჩი საქართველოს პარლამენტში მოსული იყო და პირდაპირ გვითხრეს, თუ თქვენ აპირებთ ამ პუტინის კანონის მიღებას, მაშინ ბოდიში, მაგრამ თქვენთვის ევროპის კარი ვერ გაიღება. ამ კანონის მიღების მიზანი ევროპული კურსის საბოტაჟი იყო“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

გიორგი ბილანიშვილი - რუსეთს არც ერთ ფუნდამენტურ საკითხში საქართველოს მიმართებაში საკუთარი დამოკიდებულება ჩვენთვის სასარგებლოდ არ შეუცვლია, ხოლო საქართველოზე გავლენის ბერკეტები კი განიმტკიცა და გაზარდა
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
1 იანვრიდან შპს „თელავგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
1 იანვრიდან შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
CROSSOVER: კიდევ ერთის ძალა - ლურჯი ოკეანე ახალ, ყოველწლიურ ბიზნესღონისძიებას იწყებს
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს