თბილისში პლაკატები წარწერით - "კრემლის აგენტი, მოღალატე დეპუტატები" გააკრეს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა თბილისის ქუჩებში პლაკატები წარწერით - "კრემლის აგენტი, მოღალატე დეპუტატები" გააკრეს.

პლაკატებზე გამოსახულია ნიკოლოზ სამხარაძის, მიხეილ ყაველაშვილის, დავით კაჭარავასა და სოზარ სუბარის ფოტოები.

""ნაციონალური მოძრაობა" ამ ფორმით კიდევ ერთხელ აპროტესტებს რუსული კანონპროექტის ინიცირებას. მათ სურთ, რომ ყველამ გაიგოს ვინ არიან მოღალატე პარლამენტარები, რომლებიც საქართველოში კრემლის საქმეს აკეთებენ“,- ნათქვამია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სერგი კაპანაძე - კონფლიქტების თემებზე ჩვენს საზოგადოებაში უნდა არსებობდეს ფართო კონსენსუსი და დიალოგის დაწყებამდე ჩვენ თავად უნდა გვქონდეს განსაზღვრული, რისი მიღწევა გვსურს დიალოგის შედეგად
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე