ირაკლი ღარიბაშვილი ბერლინში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაემგზავრა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიოში უდიდეს ტურისტულ გამოფენას - ITB Berlin 2023-ს ოფიციალურად გახსნის.

წელს საქართველო გამოფენაზე მასპინძელი ქვეყნის სტატუსითაა წარმოდგენილი.

6 მარტს, გამოფენის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, როგორც ITB Berlin-ის მასპინძელი ქვეყნის მეთაური, საზეიმო გახსნის ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართავს.

ტურისტული გამოფენა - ITB Berlin 2023 7-9 მარტს გაიმართება.

დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
კახა ოქრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე - ეს არის ერთადერთი სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით
„ვოლტის“ სათავო ოფისი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
„თეთრი კვადრატი“ საბურთალოზე 2 ახალ პროექტს იწყებს
განაახლე შენი გარდერობი Cashback-სა და VISA-სთან ერთად
„სმარტმა“ ბათუმში 35-ე სუპერმარკეტი გახსნა
კომპანია „ვილა-ოქროყანა“ განცხადებას ავრცელებს