მიხეილ სარჯველაძე - ბევრჯერ თუ გაიმეორებენ, რომ რუსული კანონპროექტია, ამერიკული კანონის თარგმანი რუსულად არ გადაიქცევა - ოპოზიცია ცდილობს, დასავლელი პარტნიორები შეცდომაში შეიყვანოს

„ქართული ოცნების“ წევრის, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ოპოზიცია ცდილობს, რომ ე.წ. უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების კანონპროექტების შესახებ დასავლელი პარტნიორები შეცდომაში შეიყვანოს.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, „ხალხის ძალის“ მიერ მეორედ ინიცირებული კანონპროექტი აშშ-ს კანონის იდენტურია.

„ბევრჯერ თუ გაიმეორებენ, რომ რუსული კანონპროექტია, ამით ამერიკული კანონის თარგმანი რუსულად არ გადაიქცევა. გარკვეული დროით შეიძლება აღქმას აჩენდეს, მაგრამ ვერ გავექცევით ფაქტს, იმასთან დაკავშირებით, რომ ამერიკული კანონის თარგმანია. საუბრები იმასთან დაკავშირებით, რომ მომავალში შეიძლება რაიმე ისეთი გადაწყვეტილება მიღებული იყოს, რომელიც შეიძლება საფრთხეს უქმნიდეს მედიას ან სამოქალაქო სექტორს, ე.ი. ვთანხმდებით, რომ ეს კანონპროექტი ასეთ საფრთხეებს არ ითვალისწინებს, ასე გამოდის ყოველ შემთხვევაში. თუ მომავალზეა საუბარი, გაითვალისწინოს ყველამ, რომ არასდროს ისეთი თავისუფლება არ ჰქონია, არც მედიას და არც სამოქალაქო სექტორს საქართველოში, როგორც ახლაა. აქედან გამომდინარე, არ მგონია, რომ ასეთი პოლიტიკური დისკუსიები და განცხადებები ავსებდეს იმ არგუმენტების დეფიციტს, რომელიც ზოგადად არსებობს. საზოგადოებას სრული უფლება აქვს, რა თქმა უნდა, იცოდეს ყველა მხარის არგუმენტის თაობაზე, აი, ამის შემდეგ ამასთან დაკავშირებით შეხედულება ჩამოიყალიბოს, ვინ უჭერს სწორ პოზიციას მხარსა და ვინ უსწოროს.

უბრალოდ ორი ტექსტის ერთმანეთთან შედარებაა საჭირო და ამის მიხედვით გაირკვევა, რომ აბსოლუტურად იდენტურია არა თუ მსგავსია, არამედ იდენტურია, მეორედ ინიცირებული კანონპროექტი იმისა, რაც ამერიკული კანონი იყო. "გუგლის" თარგმანით, რომ შევასრულოთ იქნება იგივე, უბრალოდ სადაც წერია აშშ, იქ წერია საქართველო. მეტი სხვაობა ამაში არ არის. ამიტომ განცხადებები, რომ ეს ამერიკულის მსგავსი არ არის, არამედ რუსულის მსგავსია, ეს, ჩემი აზრით, უბრალოდ შეცდომაში შეიყვანეს ამერიკელი კონგრესმენი ( ჯინ შაჰინი). შესაბამისად, მის მიერ გაკეთებული ეს განცხადება, ვფიქრობ, რომ ფაქტობრივ უზუსტობას შეიცავს. მეეჭვება მას ქართულად კანონპროექტი წაკითხული ჰქონდეს და ბუნებრივია, ის მიწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობა, მაგრამ უხერხულია, როცა იგივე ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს არასწორ ინფორმაციას აწვდიან და ამის წყალობით განცხადებებს აკეთებინებენ.

ფაქტია, რომ ოპოზიცია ცდილობს, რომ შეცდომაში დასავლელი პარტნიორები შეიყვანოს, რომლებსაც ინფორმაციას აწვდიან. ისინი არ ფლობენ ქართულ ენას და ისინი ტექსტებს არ კითხულობენ, მაგრამ ვისაც ამის შესაძლებლობა აქვს, ქართული და ინგლისური ტექსტი შეადაროს და თქვას, რომ იდენტურია. ამის შემდეგ განცხადებების კეთება, რომ ეს არ ჰგავს ერთმანეთსო, ეს აბსურდია. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ იდენტური ტექსტებია, უბრალოდ თარგმანია“, - განაცხადა სარჯველაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს