ზურაბ ჯაფარიძე - სახლში ჯდომა არ არის არჩევანი, სახლში ჯდომა არის შეგუება, რომ საკუთარ შვილებს ტოვებ მონობაში

ვაპროტესტებთ იმიტომ, რომ ამ კანონის მიღება, მოკლევადიან პერსპექტივაში ნიშნავს, რომ წლის ბოლოს ისევ ვერ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს და საშუალო და გრძელვადიან პერიოდში ნიშნავს, რომ ეს ქვეყანა დაიცლება განსხვავებული აზრისგან, სამოქალაქო სექტორისგან და დამოუკიდებელი მედიისგან, რაც რუსეთში და ბელარუსში ხდება, - ამის შესახებ "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ პარლამენტთან განაცხადა, სადაც ე.წ. აგენტების კანონპროექტების საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს.

მისივე თქმით, ახლა სახლში ჯდომა ნიშნავს შეგუებას, რომ საკუთარ შვილებს მონობაში ტოვებ.

"ეს საბოლოო ჯამში არ უტოვებს ბევრ არჩევანს ამ ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს, ვისაც უნდა, რომ ამ ქვეყანაში იცხოვროს და მისმა შვილებმა აქ ცხოვრება გააგრძელონ. არჩევანი გაქვს - ან გამოდიხარ, აპროტესტებ და ამ სისტემას ცვლი, ამათ უკან ახევინებ, ან გარბიხარ ქვეყნიდან ოჯახთან ერთად, ან ეგუები იმას, რომ შენ და საკუთარ შვილებს ტოვებ მონობაში. მეტი არჩევანი არაა. ეს არჩევანი უნდა გააკეთოს ყველამ. სახლში ჯდომა არ არის არჩევანი. სახლში ჯდომა არის შეგუება, რომ საკუთარ შვილებს ტოვებ მონობაში," - განაცხადა ჯაფარიძემ.ა

კორნელი კაკაჩია - თუ ხელისუფლებას უნდა ქვეყანამ ევროპული მიმართულებით  თანმიმდევრულად იაროს, მან უნდა შექმნას პირობები, რომ ამ გზაზე პოლიტიკურ სპექტრში და საზოგადოებაში ფართო კონსენსუსი იქნას მიღწეული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე