იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, სადაც დღეს ე.წ. აგენტების კანონს განიხილავენ, ხმაურია

იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, სადაც დღეს ე.წ. აგენტების კანონს განიხილავენ, ხმაურია. ოპოზიციის წარმომადგენლები რეპლიკებითა და შეძახილებით გამოხატავენ პროტესტს და აცხადებენ, რომ აღნიშნული კანონი რუსულია.

კომიტეტზე ერთმანეთს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე დაუპირისპირდნენ. ოხანაშვილმა ვაშაძეს „უსამშობლო კაცი“ უწოდა.

„დღის წესრიგს ჩახედეთ, წაკითხვა ხომ შეგიძლიათ. უსამშობლო ხარ შენ, ვის ინტერესებს ატარებ? უსამშობლო კაცი ხარ. ეგ გინდოდა? უსამშობლო კაცი ხარ თქო, გეუბნები. ბიჭოთი ელაპარაკე, თუ ვინმესთან გილაპარაკია. სახელმწიფოს განცდა არ გაქვს შენ. უზრდელი კაცი ხარ, ხმას დაუწიე და მომხსენებელს მიეცი საშუალება, კომიტეტს საკითხი წარუდგინოს. უსამშობლო კაცი ხარ და გაჩუმდი!“,-მიმართა ოხანაშვილმა ვაშაძეს.

აღნიშნულის შემდეგ, მომხსენებელმა გურამ მაჭარაშვილმა საუბარი განაგრძო და ანრი ოხანაშვილის განცხადებას დაეთანხმა:

„საკუთარ სამშობლოს რომ აბრალებ დანაშაულს, უსამშობლო ხარ, დიახ“,-მიმართა მან ვაშაძეს.

მიხაილო სამუსი - უკრაინა კიევის კაშხლის დაბომბვის თავიდან აცილებას შეძლებს!
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2023
ანდრო გოცირიძე - რუსული სპეცსამსახური საქართველოში ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმს, მასთან ურთიერთობა პოზიტიურ ჭრილში გამორიცხულია
„სმარტ კაპიტალი“ თბილისს შემოგარენის განაშენიანების ახალ პროექტს სთავაზობს
რეიტინგული ტელეარხების საუკეთესო შეთავაზებით დიჯიტალ ტვ განვითარებას აგრძელებს
„სილქნეტის“ ახალი ნომრის გააქტიურება და ქსელში ჩართვა „სმარტის“ მარკეტებში შეგეძლებათ
თბილისში, სააკაძის მოედანზე „ქეი ეფ სის“ ახალი რესტორანი გაიხსნა