ანა ნაცვლიშვილი გურამ მაჭარაშვილს - ამ კანონის მუხლობრივ განხილვაში შესვლა ნიშნავს, ამსჯელოთ საზოგადოება, ტყვიით მოკლას საქართველოს ევროპული პერსპექტივა, გაზით მოწამლოს თუ დანა გამოუსვას კისერში

ამ კანონის მუხლობრივ განხილვაში შესვლა ნიშნავს, ამსჯელოთ საზოგადოება, ტყვიით მოკლას საქართველოს ევროპული პერსპექტივა, გაზით მოწამლოს თუ დანა გამოუსვას კისერში, - ასე მიმართა პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა „ხალხის ძალის“ წარმომადგენელს გურამ მაჭარაშვილს, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ე.წ. უცხოური გავლენების აგენტის შესახებ კანონპროექტს წარმოადგენს.

ნაცვლიშვილმა მაჭარაშვილს კითხვით მიმართა, აცნობიერებს თუ არა, რომ მის მიერ წარმოდგენილი კანონით, ძირს უთხრიან საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების იდეასა და პერსპექტივას.

„ქართული ოცნება“ ზურგს გიმაგრებთ, ძალიან სიმბოლურია, რომ ზურგს უკან ანრი ოხანაშვილი გიზით და გამყარებთ, მათ შორის, პროცედურული უსამართლობებით. იცით თუ არა და აცნობიერებთ თუ არა, რომ ამ კანონით, თქვენ კლავთ საქართველოს ევროპაში, ევროკავშირში გაწევრიანების იდეას, პერსპექტივას. შესაბამისად, ამ კანონის მუხლობრივ განხილვაში შესვლა ნიშნავს, ამსჯელოთ საზოგადოება, ტყვიით მოკლას საქართველოს ევროპული პერსპექტივა, გაზით მოწამლოს თუ დანა გამოუსვას კისერში. ამაში აქ არავინ არ შემოგყვებათ. არა რუსულ კანონს !“,- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

მიხაილო სამუსი - უკრაინა კიევის კაშხლის დაბომბვის თავიდან აცილებას შეძლებს!
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2023
ანდრო გოცირიძე - რუსული სპეცსამსახური საქართველოში ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმს, მასთან ურთიერთობა პოზიტიურ ჭრილში გამორიცხულია
სილქნეტის პაკეტი Gamer - თამაშობ შეუფერხებლად, დაბალი პინგით, გაუმჯობესებული პარამეტრებით
„სმარტ კაპიტალი“ თბილისს შემოგარენის განაშენიანების ახალ პროექტს სთავაზობს
რეიტინგული ტელეარხების საუკეთესო შეთავაზებით დიჯიტალ ტვ განვითარებას აგრძელებს
„სილქნეტის“ ახალი ნომრის გააქტიურება და ქსელში ჩართვა „სმარტის“ მარკეტებში შეგეძლებათ
თბილისში, სააკაძის მოედანზე „ქეი ეფ სის“ ახალი რესტორანი გაიხსნა