ანა ნაცვლიშვილი - ძალიან გთხოვთ, მოდით მეტნი პარლამენტთან და მეტად იხმაურეთ! ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, მაგრამ ერთობა იქნება გადამწყვეტი ამ ბრძოლაში

თქვენ ხედავთ უსაფრთხოების სამსახურებით გარშემორტყმულ სხდომას და ხედავთ, რომ მანდატურებს ემუქრებიან სამსახურების დატოვებით თუ არ გაგვაძევებენ, - ეს განცხადება პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა მას შემდეგ, რაც მას იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დაატოვებინეს, სადაც ე.წ. უცხოური გავლენის აგენტის შესახებ კანონპროექტი განიხილება.

ანა ნაცვლიშვილმა საზოგადოებას მოუწოდა, რაც შეიძლება მეტი ადამიანი მივიდეს პარლამენტთან და აღნიშნა, რომ კომიტეტზე მსხდომ უმრავლესობის დეპუტატებს ეშინიათ იმ ხმაურის, რომელსაც პროტესტის მონაწილეები პარლამენტის გარეთ იწვევენ.

„ვეხმიანები იმ ადამიანებს, რომლებიც პარლამენტის წინ დგანან, ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს და ძალიან გთხოვთ, მეტნი მოდით! ამათ ეშინიათ, როდესაც თქვენი ხმა შემოდის დარბაზში. ძალიან გთხოვთ, მოდით მეტნი პარლამენტთან და მეტად იხმაურეთ! ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, მაგრამ ერთობა იქნება გადამწყვეტი ამ ბრძოლაში“,- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მისივე თქმით, კომიტეტის სხდომაზე აშკარად გამოიკვეთა, რომ უმრავლესობის წევრებს აღიზიანებთ კონსტიტუციის ის ჩანაწერი, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციისკენ სწრაფვას უზრუნველყოფს.

„კომიტეტზე ჩემი გამოსვლა იყო საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომ მათ აღიქვან საფრთხე და არა მაჭარაშვილისთვის, რომელსაც არანაირი განათლება და კომპეტენცია არ აქვს იმისთვის, რომ საერთოდ პარლამენტის დეპუტატი იყოს.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი, მე ჩემი გამოსვლა დავიწყე კონსტიტუციის 78-ე მუხლით და უკან, მანამდე შედარებით წყნარად მჯდომმა „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა და ე.წ ფოსტალიონთა ჯგუფის წარმომადგენლებმა, ეკა სეფაშვილმა და სხვებმა, უკნიდან მომაძახეს რამდენჯერ უნდა ახსენონ ეს 78-ე მუხლიო. ეს არის საქართველოს ევროინტეგრაციის შესახებ კონსტიტუციური გარანტია და ეს არის, რაც აღიზიანებთ და რასაც ებრძვიან, მათ შორის, ამ კანონით და ამას უკვე ვეღარ მალავენ, ღიად თქვეს რომ 78-ე მუხლია, რომელსაც გამოჰყავს ეს ადამიანები წყობიდან. ვერ წაშლით! მე პარლამენტის შენობაში ვრჩები და ყველა ფორმატში გვექნება ამ კანონზე წინააღმდეგობა“,- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ავთანდილ წულაძე - მიუნხენის კონფერენციის ფონზე საქართველო და სომხეთი ძალიან რთულ ვითარებაში არიან, რადგან ვაშინგტონის ინტერესი ჩვენი რეგიონის მიმართ ჯერ არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.02.2025
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი - მადლობა საქართველო! თქვენ ამ ოლიმპიადით თამასა ისე მაღლა ასწიეთ, რომ მომდევნო ქვეყნისთვის რთული იქნება ფესტივალის ასე კარგად ჩატარება
სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“ „კრედო ბანკის“ მწვანე პროექტის პარტნიორი გახდა
რეკომენდაციები კიბერდამნაშავეებისგან თავის დასაცავად