მიხეილ ყაველაშვილი - ჯვარზე მაცვეს, როცა ვთქვი, რომ ევროკავშირი ჩემი თვითმიზანი არ არის - დიახ, ჩემი თვითმიზანია ქართველი ერის უკვდავება და საქართველოს მარადიულობა

იცი, რას მივხვდი, რუსულს რატომ ეძახიან? იმიტომ, რომ ქართული არ იციან ,-ასე მიმართა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მიხეილ ყაველაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ოპოზიციას, სადაც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტი განიხილება.

მან ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს მიმართა დაასაბუთონ, თუ რატომ არის აღნიშნული კანონპროექტი რუსული.

„უსამშობლო ხალხია, დაკარგული აქვთ და იმიტომ ეძახიან რუსულს. ვერ წარმოუდგენიათ…ევროკავშირის ელჩებმა გითხრესო და როგორო. მე ჯვარზე მაცვეს, როცა ვთქვი, ევროკავშირი ჩემი თვითმიზანი არ არის - მეთქი. დიახ, მგონია, რომ ჩემი თვითმიზანი არის ქართველი ერის უკვდავება და საქართველოს მარადიულობა. ჩემთვის საშუალება არის ევროკავშირი, რომ რაღაცებს ვეზიაროთ, რისიც მჯეროდა, რაც დავინახე ღირებულებები და ფასეულობები. თქვენ ქართულს ვერ იტანთ, რუსული რა შუაშია? ქართულს ვერ იტანს და რუსულს იმიტომ ეძახით. აი, აქ ისხედით ახლა არასამთავრობო ორგანიზაციები და უყურებდით, როგორ უნდა ჩაეშალათ მობრძანებულ „ნაციონალებს“ სხდომა, სცენებს რომ დგამდნენ. ამ უმსგავსობას და ველურობას უყურებთ, როგორც ადამიანურს. მე ვარ ველური ჰო და მე არ მინდა ევროკავშირი, თურმე ევროპა არ მინდა. რუსულს რომ ეძახით [კანონპროექტს], უნდა დაამტკიცოთ რუსული რომ არის “, - მიმართა ყაველაშვილმა ოპოზიციას.

გიორგი ბილანიშვილი - რუსეთს არც ერთ ფუნდამენტურ საკითხში საქართველოს მიმართებაში საკუთარი დამოკიდებულება ჩვენთვის სასარგებლოდ არ შეუცვლია, ხოლო საქართველოზე გავლენის ბერკეტები კი განიმტკიცა და გაზარდა
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს