მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა მოგვიანებით პირველი რესპუბლიკის დარბაზში ჩატარდება

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა, რომელიც ხმაურით დაიწყო, დროებით გადაიდო და სხვა დარბაზში ჩატარდება.

სხდომა, მცირეხნიანი შესვენების გამოცხადების შემდეგ, კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ გახსნა და განაცხადა, რომ ის საქართველოს კონსტიტუციის დარბაზის ნაცვლად, პირველი რესპუბლიკის დარბაზში, მას შემდეგ ჩატარდება, რაც იქ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა დასრულდება.

ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებით, სავარაუდოდ, მსგავსი გადაწყვეტილება განპირობებულია იმით, რომ კონსტიტუციის დარბაზში არ ჰქონდათ ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მიკროფონის გამორთვის შესაძლებლობა, რაც პირველი რესპუბლიკის დარბაზში არსებობს.

შეგახსენებთ, ადამიანის უფლებათა კომიტეტზე ხმაური გამოიწვია ოპოზიციის მოთხოვნამ, სხდომის დღის წესრიგთან გაეკეთებინათ განცხადება. საპასუხოდ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ დღის წესრიგით 4 საკითხია განსაზღვრული და მას ვერაფერი დაემატება. მან ოპოზიციონერ დეპუტატებს მიმართა, რომ "დებოშის მოწყობის საშუალებას არ მისცემს."

გიორგი ბილანიშვილი -  სამწუხაროდ, ხელისუფლების  ქმედებებსა და განცხადებებში  ადეკვატურობის  ნიშანწყალი  არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა
კიდევ ერთი ახალი პროექტი „ტოპლაინ ქონსთრაქშენისგან“ - შეკვეთილში უძრავი ქონება უკვე ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია
სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება
ფოთში ტერაბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა
NEXT COLLECTION - 5-ვარსკვლავიანი საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სიეიჩ ჯგუფი - CH Group საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს