ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი სამოქმედო გეგმაზე კონსულტაციებს გამართავს

„ლელოს“ დეპუტატის სალომე სამადაშვილის განცხადებით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები სამოქმედო გეგმაზე იმსჯელებენ.

სამადაშვილის თქმით, შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება.

როგორც დეპუტატმა ჟურნალისტებს განუცხადა, 7 მარტს ბიუროს სხდომაზე კვლავ ეცდებიან ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტები განიხილონ, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მათ პარლამენტთან ხალხის ხმა გაიგონ.

„დღეს პარლამენტის ბიურო ვერ შეიკრიბა და პლენარული სხდომის დღის წესრიგში, რომელიც ხვალ გაიმართება, რუსული კანონის განხილვა ვერ შეიტანა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ პროცესი საბოლოოდ არის ჩაშლილი. ხვალ, 10:00 საათზე ისევ ეცდებიან, რომ შეკრიბოს ბიურო და დღის წესრიგში შეიტანონ რუსული კანონის განხილვა.

პირველი, რაც მინდა მოგიწოდოთ, არის შემდგომი: ხვალაც იქნება საჭირო აქტიურობა. ჩვენ რა თქმა უნდა, ვიქნებით აქ, 10:00 საათზე, მაგრამ ასევე ვისაც შეუძლია, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხვალ პარლამენტთან ქართველი ხალხის ხმა გაიგონ იმ ადამიანებმა, რომლებსაც სურთ ჩვენს ქვეყანაში რუსული კანონის მიღება და ჩვენი ევროპული მომავლის წართმევა ქართველი ხალხისთვის.

ჩვენ მზად ვართ, მივიღოთ მონაწილეობა ყველა ინიციატივაში, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაწყებულ პროცესში იმისთვის, რომ კიდევ უფრო გაიზარდოს წინააღმდეგობის მოძრაობა ამ რეჟიმის წინააღმდეგ. ამიტომ, დღეს 18:00 საათზე, გაიმართება მნიშვნელოვანი კონსულტაციები არასამთავრობოების, მედიის, პოლიტიკური ოპოზიციის თანამონაწილეობით. ჩვენ ერთობლივად შევაჯერებთ შემდგომ სამოქმედო გეგმას“, - განაცხადა სამადაშვილმა.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა