ნიკოლოზ სამხარაძე - ჩვენი მისწრაფებები ნატოსკენ შეუქცევადია და არ ექვემდებარება გადახედვას

საქართველო ზედმიწევნით იცავს ნატო-ს პრინციპებს ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ, საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ყოველწლიურ სამმხრივ სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ნატო არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი სამხრეთ კავკასიისთვის უსაფრთხოების ერთადერთ გარანტს წარმოადგენს.

„ჩვენ ვაფასებთ ნატო-ს წევრის, თურქეთის მხარდაჭერას საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე. ჩვენი მისწრაფებები ნატოსკენ არის შეუქცევადი და არ ექვემდებარება გადახედვას. მე მტკიცედ მწამს, რომ ალიანსი წარმოადგენს უსაფრთხოების ერთადერთ გარანტს არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი სამხრეთ კავკასიისთვის. საქართველო ზედმიწევნით იცავს ნატო-ს პრინციპებს ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. სტანდარტებით, ვალდებულებების პირნათლად შესრულებით და პრინციპებისადმი ერთგულებით, საქართველო სრულად თავსებადია ალიანსთან და ჩვენს მიერ ნატო-ს საერთაშორისო მისიებში აქტიურმა და წარმატებულმა მონაწილეობამ ცხადყო, რომ საქართველო არამხოლოდ უსაფრთხოების მიმღები, არამედ გამცემიც არის", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ცნობისთვის, აღნიშნული ფორმატის შეხვედრა ყოველწლიურად ტარდება და სამ ქვეყანას შორის საკანონმდებლო დონეზე არსებულ მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს, სადაც მხარეებს აქვთ შესაძლებლობა, რომ რეგიონში მიმდინარე პროცესები, სამმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელოვანი ასპექტები და თანამშრომლობის შემდგომი ნაბიჯები განიხილონ.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა