ეუთო/ოდირი - გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება დემოკრატიის ფუნდამენტია - ოდირი დასკვნას ამზადებს ე.წ. უცხოელი აგენტების კანონპროექტის შესახებ,  ვითანამშრომლებთ საერთაშორისო პარტნიორებთან ამ მნიშვნელოვან საქმეზე

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) განცხადებით, ე.წ. უცხოელი აგენტების კანონპროექტის შესახებ სამართლებრივ დასკვნას ამზადებს.

ორგანიზაციამ აღნიშნულის შესახებ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

„გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება დემოკრატიის ფუნდამენტია. ოდირი სამართლებრივ დასკვნას ამზადებს ე.წ. უცხოელი აგენტების კანონპროექტის შესახებ საქართველოში, რათა შევაფასოთ საერთაშორისო სტანდარტებთან მისი შესაბამისობა და ჩვენ ვითანამშრომლებთ საერთაშორისო პარტნიორებთან ამ მნიშვნელოვან საქმეზე", - წერს ეუთო/ოდირი.

ამასთან, ODIHR აღნიშნავს, რომ ეუთო-ს ქვეყნებმა აიღეს ვალდებულება მიიღონ კანონმდებლობა ღია და ინკლუზიური საჯარო კონსულტაციების პროცესის გზით. როგორც ის აღნიშნავს, ასოციაციებსა და მათ წევრებს სჭირდებათ მნიშვნელოვანი კონსულტაციები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კანონები პირდაპირ გავლენას ახდენს მათ საქმიანობაზე.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა