გიორგი ვაშაძე - ზუსტად იმავე შეტყობინებებითა და ტექსტებით შემოაქვთ კანონი, რითაც 2012 წელს პუტინმა რუსეთში შეიტანა - ადამიანებს, რომლებიც დღეს ხელისუფლებაში არიან, მალე ევროკავშირში გადაადგილება შეეზღუდებათ

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, სპეცრაზმების ზურგს უკან ამოფარებული ხელისუფლების წარმომადგენლები კანონს ძალადობით იღებენ და ამით რუსულ ინტერესებს ატარებენ.

როგორც გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, ამ კანონთან მიმართებით, 2012 წელს პუტინის ნათქვამ სიტყვებსა და 2023 წელს საქართველოში ირაკლი კობახიძის ნათქვამ სიტყვებს შორის სხვაობა ნულოვანია.

მისივე თქმით, ადამიანებს, რომლებიც დღეს საქართველოს ხელისუფლებაში არიან, მალე ევროკავშირში გადაადგილება შეეზღუდებათ.

„ასეთი პრეცედენტი, რაც ახლა საქართველოს პარლამენტში ხდება, მსოფლიოში არ არსებობს. ასეთი რამ აფრიკის ქვეყნებში არ ხდება. სპეცრაზმების ზურგს უკან ამოფარებული ხელისუფლების წარმომდგენლები, რომლებიც კანონს ძალადობით იღებენ. ეს კანონი პირდაპირ რუსულ ინტერესებს ატარებს. მას ჩვენს კონსტიტუციასა და ეროვნულ ინტერესებთან არანაირი საერთო არ აქვს.

ზუსტად იმავე შეტყობინებებითა და ტექსტებით შემოაქვთ ეს კანონი, რითაც 2012 წელს ის პუტინმა რუსეთში შეიტანა. მილიონობით ნახვა აქვს უკვე პუტინისა და კობახიძის გამეორებულ სიტყვებს. სხვაობა ნულოვანია. თავიდან ბოლომდე ამით ვამტკიცებთ, რომ რუსულ ინტერესებს ატარებენ.

გარდა ამისა, როდესაც მთელი ევროპა, მთელი დასავლეთი გვეუბნება, რომ თუ ამ კანონს მივიღებთ, მათთან საერთო არ გვექნება, ესეც „ორჯერ ორი ოთხია“.

ჩვენ ბრძოლის გაგრძელებას ვაპირებთ. მთავარი რაც გავაკეთეთ, მთელი საქართველოსა და მთელი მსოფლიოს ყურადღება მივიპყრეთ და გავაგებინეთ, თუ ვისთან აქვთ საქმე. ამ ადამიანებს, რომლებიც დღეს საქართველოს ხელისუფლებაში არიან, დარწმუნებული ვარ, მალე ევროკავშირში გადაადგილება შეეზღუდებათ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი ბილანიშვილი -  სამწუხაროდ, ხელისუფლების  ქმედებებსა და განცხადებებში  ადეკვატურობის  ნიშანწყალი  არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა
კიდევ ერთი ახალი პროექტი „ტოპლაინ ქონსთრაქშენისგან“ - შეკვეთილში უძრავი ქონება უკვე ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია
სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება
ფოთში ტერაბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა
NEXT COLLECTION - 5-ვარსკვლავიანი საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სიეიჩ ჯგუფი - CH Group საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს