ლევან ბეჟაშვილი ე.წ. აგენტების შესახებ კანონზე - ეს არის ანტიევროპული კანონი - გვექნება კონკრეტული წინადადებები, თუ რა რესურსი გაგვაჩნია იმისთვის, რომ ეფექტური წინააღმდეგობა გავწიოთ

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტი თავისი სულისკვეთებითა და შინაარსით რუსულია.

როგორც მან არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრისას ჟურნალისტებს განუცხადა, ის ხელს შეუშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

„ვფიქრობთ, რომ რუსულ კანონთან ბრძოლის სტრატეგია უნდა იყოს საერთო. ამ შემთხვევაში პოლიტიკური და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლობას არ აქვს მნიშვნელობა. დღეს რიგითი მოქალაქე, არასამთავრობო ორგანიზაცია, პოლიტიკური პარტია ვართ ერთ მხარეს, ყველა ვიცავთ საქართველოს ევროპულ მომავალს და ევროპულ არჩევანს. ეს კანონი არის ანტიევროპული კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს. ამიტომ, საზოგადოება ამ პროცესში ერთიანი უნდა იყოს. ჩვენ გვექნება კონკრეტული წინადადებები, თუ რა რესურსი გაგვაჩნია იმისთვის, რომ ეფექტური წინააღმდეგობა გავწიოთ, მათ შორის ჩვენი ინიციატივა გულისხმობს, რომ თითოეული პარლამენტის წევრის, მათი ოჯახის წევრის დასანქცირება მოხდეს. მოხდეს მათთვის მგზავრობის უფლების შეზღუდვა ევროკავშირში და აშშ-ში. მათი საერთო ფორუმებზე არმიწვევა, საერთაშორისო დელეგაციებში მათი უფლებამოსილების შეჩერება. ამაზე ჩვენ კონკრეტული მუშაობა უკვე დაწყებული გვაქვს და კიდევ უფრო გავავითარებთ“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
„ეფეს საქართველოს“ მეწარმეობის პროგრამის პრე-აქსელერატორი დაიწყო
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა