ლევან იოსელიანი - გამოითქვა სკეპტიციზმი, რომ პოლიტიკოსი არ შეიძლება იყოს სახალხო დამცველი, რაც აბსოლუტურად მცდარი შეხედულებაა

სახალხო დამცველის არჩევა არამც თუ წინააღმდეგობაში მოდის პოლიტიკასთან, პირიქით განპირობებულია პოლიტიკოსობით, ასეა დემოკრატიულ და ევროპულ ქვეყნებში, - ამის შესახებ სახალხო დამცველის პოსტზე წარდგენილმა ლევან იოსელიანმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

ლევან იოსელიანის განმარტებით, იმის თქმა, რომ პოლიტიკოსი არ შეიძლება იყოს სახალხო დამცველი წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის შინაარსთან და ლოგიკასთან.

„გამოითქვა სკეპტიციზმი იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიტიკოსი არ შეიძლება იყოს სახალხო დამცველი. ეს არის აბსოლუტურად მცდარი შეხედულება, ეს არის შეხედულება, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის მათ შორის საქართველოს კონსტიტუციის შინაარსთან და ლოგიკასთან. საქართველო არის საპარლამენტო ომბუდსმენის ქვეყანა, რაც გულისხმობს იმას, რომ პარლამენტი პოლიტიკოსების მეშვეობით ირჩევს სახალხო დამცველს და ალბათობა იმისა, რომ პოლიტიკოსი იყოს არჩეული სახალხო დამცველად გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე ნებისმიერ სხვა, ვინც შეიძლება იყოს ამ თანამდებობაზე წარდგენილი. ის, რომ დღემდე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები იკავებდნენ ამ თანამდებობას, ამას, რა თქმა უნდა, მივესალმები, ეს იყო კარგი, მაგრამ ეს გადაწყვეტილებები უფრო იყო მმართველი პარტიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, რომელიც შეთანხმების საგანი იყო და პოლიტიკური პროცესი არ მიმდინარეობდა პოლიტიკურ პარტიებსა და პოლიტიკურ ჯგუფებს შორის.

ჩვენ გვაქვს კანონი სახალხო დამცველის შესახებ, სადაც ნათლად წერია, რომ სახალხო დამცველმა უნდა დატოვოს ყველა პოლიტიკური თანამდებობა, უნდა დატოვოს პოლიტიკა, პარტია, თუ ის არჩეული იქნება სახალხო დამცველად, რაც, რა თქმა უნდა, გულისხმობს იმას, რომ არჩევამდე სახალხო დამცველი შეიძლება იყოს პოლიტიკოსი, ეს ჩანაწერი გულისხმობს სწორედ ამას“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ანა კეკელიძე - საპენსიო სააგენტოს სერვისებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა
კომპანია „IDS ბორჯომი“ საქართველო განცხადებას ავრცელებს
„ჰიდროვეი - Hydroway“ აგრარულ სექტორს სარწყავი სისტემების ახალი კომპანია შემოუერთდა
Pullman Tbilisi Axis Towers ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მასპინძელი სასტუმრო გახდა
ლიბერთის გაზრდილი CashBack აქცია სოციალურ საწარმოში „ბაბალე“
„გორგიამ“ სომხეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაში მონაწილეობა მიიღო
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი