იაგო ხვიჩიას პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა დაატოვებინეს, სადაც “თავდაცვის კოდექსს“ განიხილავენ

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ „გირჩის“ დეპუტატ იაგო ხვიჩიას “თავდაცვის კოდექსის” განხილვისას კომიტეტის სხდომა დაატოვებინა.

როგორც იაგო ხვიჩიამ კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, თავდაცვის სამინისტრო და პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი ბევრს არ საუბრობს იმაზე, თუ რა მოჰყვება კანონის მიღებას.

„მე მაღელვებს, რომ თქვენ და თავდაცვის სამინისტრო აქცენტირებულად და ბევრს არ საუბრობთ იმაზე, რა მოჰყვება ამ კანონის მიღებას. ფაქტობრივად, ამ ქვეყანაში მხოლოდ ჩვენ ვზრუნავთ იმ ახალგაზრდებზე, რომლებსაც ვითომ ჯარში ძალით წაიყვანენ. სირცხვილია, როცა თავდაცვის სამინისტრო სამხედროებისთვის იარაღს არ ყიდულობს და მათ ხელფასს არ უხდის“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

„გირჩის“ დეპუტატის გამოსვლას კომიტეტის თავმჯდომარემ უპასუხა.

„კითხვები საგნობრივად დასვით და თავდაცვის ძალების დისკრედიტაციას შეეშვით. თქვენ სიცრუესა და პროპაგანდას ავრცელებთ. სირცხვილია რასაც აკეთებთ. მე თქვენთვის სიტყვა არ მომიცია და თუ უნებართვოდ ჩართავთ მიკროფონს, მიგაბრძანებთ გარეთ“, - მიმართა ირაკლი ბერაიამ იაგო ხვიჩიას.

მოგვიანებით იაგო ხვიჩია კვლავ შევიდა კომიტეტის სხდომაზე.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა