ლევან იოსელიანი - სახალხო დამცველმა უნდა დაიცვას სწორი ზღვარი, არ უნდა დაარღვიოს კანონი და არ მიიღოს მონაწილეობა პოლიტიკურ აქციებში, მაგრამ მონაწილეობა უნდა მიიღოს ყველა ტიპის აქციაში, რომელიც ადამიანის უფლებებს ეხება

სახალხო დამცველმა უნდა დაიცვას სწორი ზღვარი, არ უნდა დაარღვიოს კანონი და არ მიიღოს მონაწილეობა პოლიტიკურ აქციებში, მაგრამ მონაწილეობა უნდა მიიღოს ყველა ტიპის აქციაში, რომელიც ადამიანის უფლებებს ეხება,- ამის შესახებ ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, უნდა მონაწილეობდეს თუ არა სახალხო დამცველი ან მისი აპარატის წევრები აქციებში, სადაც ცალსახა მოთხოვნაა ევროინტეგრაცია.

მისი თქმით, მსგავსი აქცია, მხოლოდ ერთი ახსენდება, სადაც არ იყო პოლიტიკური მოწოდებები.

"მნიშვნელოვანია აქციის მოთხოვნის შინაარსი, თუ არის პოლიტიკური მოთხოვნები, კანონი ცალსახად უკრძალავს სახალხო დამცველს ასეთ აქციებში მიიღოს მონაწილეობა, თუ ეს არის სოციალური ტიპის აქცია, ასეთი ჩანაწერი, რომ ასეთ აქციაზე არ იყოს სახალხო დამცველი, არ არსებობს. ეს დამოკიდებულია იმაზე, რა ტიპის აქციები იქნება. მე მხოლოდ ერთი აქცია მახსენდება, სადაც პოლიტიკოსებმა დაძლიეს თავის თავში ეს ცდუნება და არ ავიდნენ სცენაზე, სადაც უბრალოდ, მდუმარედ იდგა ხალხი და უჭერდა მხარს (უკრაინას), ომის დაწყებიდან ძალიან მალე იყო ეს, სხვა შემთხვევებში, სამწუხაროდ, ვერ დააღწიეს თავი ამ ცდუნებას პოლიტიკოსებმა, ბოლოს მაინც ადიოდნენ სცენაზე და გამოდიოდნენ პოლიტიკური მოწოდებებით.

სახალხო დამცველმა უნდა დაიცვას სწორი ზღვარი, არ უნდა დაარღვიოს კანონი და არ მიიღოს მონაწილეობა პოლიტიკურ აქციებში, მაგრამ მონაწილეობა უნდა მიიღოს ყველა ტიპის აქციაში, რომელიც ადამიანის უფლებებს ეხება", - განაცხადა იოსელიანმა.

მან ასევე უპასუხა კითხვას, არის თუ არა ნიკა გვარამია პოლიტპატიმარი და აღნიშნა, რომ მის საქმეში პოლიტიკურ ნიშნებს ხედავს.

"ამაზე ნათელი პასუხი უკვე გავეცი, გვარამიას კითხვის საპასუხოდ, მე მის საქმეში ვხედავ პოლიტიკურ ნიშნებს, რატომ ჩათვალა ვინმემ, რომ ამით თავს ვარიდებდი პასუხებს, არ მესმის, ზოგადად არ ვაპირებ გადავხედო იმ მოსაზრებებს, რაც გაცხადებული მაქვს იმ საკითხებზე, როცა პოლიტიკაში ვიყავი", - განაცხადა იოსელიანმა.

ამასთან, იოსელიანი მიიჩნევს, რომ მის კანდიდატურასთან დაკავშირებით კონსენსუსის მიღწევა შესაძლებელია.

რაც შეეხება, ოპოზიციის ნაწილის მოსაზრებებს, რომ აგენტების შესახებ კანონპროექტით თავდასხმის ფონზე, მნიშვნელოვანია ეს თანამდებობა სწორედ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელმა დაიკავოს, იოსელიანი აცხადებს, რომ მან ამისთვის ყველაფერი გააკეთა, მაგრამ პროცესი უშედეგოდ დასრულდა.

"მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისთვის და სხვა ადამიანებისთვის, ვინც წარმოდგენილნი იყვნენ ამ თანამდებობაზე, შემეწყო ხელი, რომ დაეკავებინათ ეს თანამდებობა, მე წარვადგინე 19-ვე კანდიდატი, დავუჭირე მხარი არასამთავრობო სექტორიდან წარმოდგენილ ერთ-ერთ კანდიდატს და მასთან ერთად კიდევ 4 კანდიდატს, მაგრამ წითელი ხაზებით საუბარმა მხარეებს შორის ეს პროცესი ჩიხში შეიყვანა. რაც შეეხება კითხვას, შეიძლება თუ არა პოლიტიკოსი იყოს სახალხო დამცველი - ჩვენი კონსტიტუციის და კანონმდებლობის მიხედვით სახალხო დამცველის შესახებ, პირიქით, მისი სულისკვეთება გამსჭვალულია იმით, რომ ჯერ პოლიტიკოსი შეიძლება იქნას არჩეული სახალხო დამცველად, რადგან საქართველო არის საპარლამენტო ომბუდსმენის ქვეყანა, ანუ პოლიტიკურ ორგანოში ირჩევენ პოლიტიკოსები ომბუდსმენს და ალბათობა იმის, რომ მათ აირჩიონ პოლიტიკოსი ბევრად უფრო დიდია, ნებისმიერი სხვა, თუმცა, მე არ ვთვლი, რომ ჩემზე უკეთესი კანდიდატი არ შეიძლება მონახულიყო თუნდაც, არასამთავრობო სექტორში", - განაცხადა იოსელიანმა.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში