ნიკა მელია -  სულ უფრო  მეტი ადამიანი იქნება ეროვნულ და ევროპული იდეის გარშემო გაერთიანებული -  ბოლშევიკური კანონპროექტი კანონად არ უნდა იქცეს

საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იხილონ კონსოლიდირებული ოპოზიციური ჯგუფები, პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, აქტიური მოქალაქეები, სხვადასხვა სფეროს და დარგის წარმომადგენლები, ვისაც მნიშვნელოვნად მიაჩნია სახელმწიფოსთვის ისტორიული არჩევანის შენარჩუნება, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მელიას თქმით, ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების კანონპროექტი კანონად არ უნდა იქცეს.

„საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იხილონ კონსოლიდირებული ოპოზიციური ჯგუფები, პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, აქტიური მოქალაქეები, სხვადასხვა სფეროს და დარგის წარმომადგენლები, ვისაც მნიშვნელოვნად მიაჩნია სახელმწიფოსთვის ისტორიული არჩევანის შენარჩუნება, რომელიც უკავშირდება ევროპულ მომავალს. უკავშირდება არამარტო ევროპულ პერსპექტივას, უფრო მძიმე გამოწვევის წინაშე დააყენა “ქართულმა ოცნებამ” საზოგადოება - წაართვას საქართველოს მოქალაქეებს საკუთარი იდენტობა.

ვფიქრობ, რომ დღითიდღე სულ უფრო მეტი ადამიანი იქნება ეროვნულ და ევროპული იდეის გარშემო გაერთიანებული და ეს ბოლშევიკური კანონპროექტი კანონად არ უნდა იქცეს, იმ კანონად, რომელიც გააკონტროლებს ყველას და ყველაფერს“,- განაცხადა ნიკა მელიამ.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას