პრეზიდენტი ნიუ იორკში გაერო-ს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს ქალთა სტატუსის შესახებ კომისიის 67-ე სესიის გახსნას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი ნიუ იორკში, გაერო-ს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს ქალთა სტატუსის შესახებ კომისიის 67-ე სესიის გახსნას დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

სესია, რომლის მუშაობაშიც საქართველოს პრეზიდენტი მიიღებს მონაწილეობას და სიტყვით მიმართავს ქალთა და გოგონათა გაძლიერების შესახებ, ინოვაციებზე, ტექნოლოგიურ ცვლილებებსა და ციფრულ ეპოქაში განათლების საკითხებზე იმსჯელებს.

საქართველოს პრეზიდენტმა აშშ-ში სამუშაო ვიზიტი დღეს დაიწყო.

ნიუ იორკში სამუშაო ვიზიტისას დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრები გაეროს გენერალურ მდივანთან, ანტონიო გუტერეშთან, გაეროს გენერალური მდივნის მოადგილესთან, ამინა მოჰამედთან, გაეროს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორთან, სიმა სამი ბაჰუსთან, გაეროს განვითარების პროგრამის ადმინისტრატორთან, აჰიმ შტაინერთან.

ამასთან, საქართველოს პრეზიდენტი ორმხრივ შეხვედრას გამართავს ფორუმში მონაწილე ქვეყნების პრეზიდენტებთან და ნიუ იორკის მერთან, ერიკ ადამსთან.

დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი იელისა და ჰარვარდის უნივერსიტეტებში, სადაც ჯონ კენედის სახელობის სამთავრობო სკოლაში საქართველოს პრეზიდენტი საჯარო ლექციას წაიკითხავს.

საქართველოს პრეზიდენტი ნიუ იორკში ჰარვარდის კლუბსაც ეწვეევა, სადაც კლუბის წევრებთან რეგიონში შექმნილ მდგომარეობასა და გეოპოლიტიკურ ვითარებაზე იმსჯელებენ.

დევიდ მაკალისტერი - საბოლოო ჯამში, დემოკრატიული ცვლილებები თავად ქართველი ხალხისგან უნდა მოდიოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.01.2025
მირიან მირიანაშვილი - კავკასიაში დასავლეთის პოზიციების გაძლიერება აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის ტრენდი იქნება
„არქის“ დამფუძნებელმა ილია წულაიამ ცინცაძეების უსახლკარო, მრავალშვილიან ოჯახს საჩუქრად სახლი გადასცა
„ვისოლ ჯგუფი“ ორთაჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად დაზარალებულ დევნილთა ოჯახებს 100 000 ლარით დაეხმარება