ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ  მცირერიცხოვან, მაგრამ წარსულით ამაყ, თავისუფლების მოყვარე, დაუმარცხებელ ქართველ ერს წარმოვადგენთ

ჩვენ მცირერიცხოვან, მაგრამ წარსულით ამაყ, თავისუფლების მოყვარე, დაუმარცხებელ ქართველ ერს წარმოვადგენთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტურისტული გამოფენის - ITB Berlin 2023-ის საზეიმო გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს სავიზიტო ბარათი და ამავე დროს, კაცობრიობის კულტურული მონაპოვარია მრავალხმიანი სიმღერა;

„ასევე უძველესია ქართული დამწერლობა - ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და უნიკალური, რომელსაც ძველი წელთაღრიცხვით III საუკუნეში ფარნავაზ I-მა მისცა საბოლოო სახე, თუმცა ზოგიერთი ცნობებით, ძველი წელთაღრიცხვის მეშვიდე საუკუნიდან არსებობდა; ჩვენი დამწერლობის უძველესი ნიმუშები აღმოჩენილია როგორც საქართველოში, ისე, მის ფარგლებს გარეთ. ქართული ანბანი მნიშვნელოვანი ცვლილების შედეგად სამი სახის დამწერლობად ჩამოყალიბდა.

ჩვენ მცირერიცხოვან, მაგრამ წარსულით ამაყ, თავისუფლების მოყვარე, დაუმარცხებელ ქართველ ერს წარმოვადგენთ.

ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათი, და, ამავე დროს, კაცობრიობის კულტურული მონაპოვარია მრავალხმიანი სიმღერა; ქართულ პოლიფონიაში განსახიერებულია ადამიანის ყველაზე დიდი ღირსებები: თითოეული ინდივიდის თავისუფლება და უნიკალურობა და, ამავე დროს, სხვისადმი პატივისცემა, სოლიდარულობა და ჰარმონიული თანაცხოვრებისკენ სწრაფვა.

ალბათ, ქართული სული ყველაზე თვალსაჩინოდ ჩანს ჩვენს ცეკვებში, რომელიც ათასწლეულებში იღებს სათავეს. ყველა კუთხეს მისთვის დამახასიათებელი შრომის, ბრძოლისა თუ ყოფითი ქორეოგრაფია აქვს, და ყველა მათგანი სიცოცხლისა და თავისუფლების სიყვარულითაა განმსჭვალული.

სიმღერასთან, ცეკვასთან, ურთიერთობის ტრადიციებთანაა დაკავშირებული ქართული სუფრა - ჩვენი ყოველდღიური კულტურის, სოციალური ყოფის განუყოფელი ნაწილი. ქართული სუფრა უნიკალურია მთელ მსოფლიოში და ვხუმრობთ, რომ პირველი ნიშნებია დემოკრატიული საზოგადოებისა, იმიტომ, რომ აქ არის თანასწორი ურთიერთობების, საჯარო მსჯელობის, ტრადიციების გაგრძელებისა და, ხშირად, ახალი ტრადიციების დაბადების ადგილი. ამას ადასტურებს დასავლეთ საქართველოში აღმოჩენილი არქეოლოგიური ნიმუშები", - განაცხადა პრემიერმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო ათასწლეულების განმავლობაში მრავალი ცივილიზაციის ეპიცენტრი, დიდი იმპერიების სამიზნე და ხშირად მათ შორის დავის საგანი იყო.

„მივესალმები გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ვიცე-კანცლერს, რობერტ ჰაბეკს, ბერლინის მერს ფრანცისკა გიფაის, მესე ბერლინის ხელმძღვანელს დირკ ჰოფმანს, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) გენერალურ მდივანს და ჩემს მეგობარს, ზურაბ პოლოლიკაშვილს, მოგზაურობისა და ტურიზმის მსოფლიო საბჭოს (WTTC) დირექტორს ჯულია სიმპსონს. ჩვენთვის დიდი პატივია გიმასპინძლოთ საქართველოს სახელით.

კავკასიის რეგიონში, ევროპისა და აზიის გზაშესაყარზე მდებარე ჩემი ქვეყანა ათასწლეულების განმავლობაში მრავალი ცივილიზაციის ეპიცენტრი, დიდი იმპერიების სამიზნე და დავის საგანიც იყო. აქ კაცობრიობის ისტორიის ყველა პერიოდია წარმოდგენილი. ქვეყანა ყალიბდებოდა და იცვლებოდა მუდმივ ბრძოლაში, განვითარებისა და თავისუფლებისკენ სწრაფვაში, და ამავე დროს, სხვა კულტურებთან აქტიურ ურთიერთქმედებაში; სწორედ ამ კულტურათა თანამშრომლობამ წარმოშვა საქართველოში ის ინტერკულტურული, ტოლერანტული ბუნება, რომლითაც ასე ვამაყობ.

საქართველო გამორჩეულია თავისი ბუნებითაც. ძნელად ისეთი ტერიტორიის ნახვა, სადაც მსგავსი ბუნებრივი მრავალფეროვნება და უწყვეტი კულტურაა.

ამ მცირე ტერიტორიაზე არის დედამიწის ზედაპირზე არსებული ჰავის თითქმის ყველა ზონა დაწყებული სუბტროპიკულიდან, დამთავრებული მარადი თოვლისა და მყინვარების ზონით.

ასეთ გარემოსა და ისტორიულ პროცესში ჩამოყალიბდა ქართული - ტოლერანტული, ყველა კულტურისა და განსხვავების პატივისმცემელი ჩვენი იდენტობა და კულტურა, ქართველი ადამიანის ხასიათი", - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი ბილანიშვილი - რუსეთს არც ერთ ფუნდამენტურ საკითხში საქართველოს მიმართებაში საკუთარი დამოკიდებულება ჩვენთვის სასარგებლოდ არ შეუცვლია, ხოლო საქართველოზე გავლენის ბერკეტები კი განიმტკიცა და გაზარდა
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს