ზურაბ პოლოლიკაშვილი პრემიერს - მინდა უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ, ამ ისტორიული დღისთვის - განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ქართველს, რომელიც  მუშაობს, რათა ქვეყანა ღირსეულად იყოს წარმოდგენილი მსოფლიოში

ძვირფასო, ირაკლი, მინდა უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ, ამ ისტორიული დღისთვის, თქვენი ძალისხმევისთვის და განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ქართველს, რომელიც მუშაობს, რათა ჩვენი ქვეყანა ღირსეულად იყოს წარმოდგენილი მთელ მსოფლიოში, - ამის შესახებ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა ტურისტული გამოფენის - ITB Berlin 2023-ის საზეიმო გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ზურაბ პოლოლიკაშვილმა აღნიშნა, პატარა, მაგრამ ძალიან ლამაზ ქვეყანას წარმოადგენს და ტურისტული გამოფენის ნახვის შემდეგ, ყველა დაინახავს, რატომ არის ის ასეთი ამაყი იმის გამო, რომ ქართველია.

„ეს მნიშვნელოვანი ღონისძიება ჩემი სამშობლოს, საქართველოს პარტნიორობით ტარდება. მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრს ამ ღონისძიებაზე და ვულოცავ ამ ისტორიულ მიღწევას. ძვირფასო, ირაკლი, მინდა უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ, ამ დიდი, ისტორიული დღისთვის, თქვენი ძალისხმევისთვის და მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო თითოეულ ქართველს, რომელიც ჩამობრძანდა, რამდენიმე დღეა აქ მუშაობენ, რათა ჩვენი ქვეყანა ღირსეულად იყოს წარმომადგენელი მთელ მსოფლიოში. მიხარია, რომ ჩემი ქვეყნის საუკეთესო ნიმუშები იქნება წარმოდგენილი. ვიცი, რომ თქვენ დაინახავთ, რატომ ვარ ასეთი ამაყი, რომ ქართველი ვარ. მე წარმოვადგენ ამ პატარა ქვეყანას, მაგრამ ძალიან საყვარელ, ძალიან ლამაზ ქვეყანას", - აღნიშნა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.

გიორგი ბილანიშვილი - რუსეთს არც ერთ ფუნდამენტურ საკითხში საქართველოს მიმართებაში საკუთარი დამოკიდებულება ჩვენთვის სასარგებლოდ არ შეუცვლია, ხოლო საქართველოზე გავლენის ბერკეტები კი განიმტკიცა და გაზარდა
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
1 იანვრიდან შპს „თელავგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
1 იანვრიდან შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
CROSSOVER: კიდევ ერთის ძალა - ლურჯი ოკეანე ახალ, ყოველწლიურ ბიზნესღონისძიებას იწყებს
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს