ხატია დეკანოიძე - ეს არის შიშის მაჩვენებელი - „ქართული ოცნება“ დეპუტატებისგან და პრესისგან თავს იცავს

ეს არის შიშის მაჩვენებელი - „ქართული ოცნება" დეპუტატებისგან და პრესისგან თავს იცავს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის მიღება ძალიან მძიმე იქნება ქვეყნის მომავლისთვის და ამის თაობაზე საკუთარი მოსაზრება საზოგადოების ძალიან ბევრმა ჯგუფმა დააფიქსირა.

„არ ვიცი, რატომ დაჭირდა ხელისუფლებას, რომ ყველაზე უფრო წარმომადგენლობითი ორგანო ვინც უნდა იყოს, დაიცვას სუს-ის და შსს-ის რაზმებით ჩვენგან და თქვენგან. ეს არის შიშის მაჩვენებელი. ამ კანონპროექტის მიღება ძალიან მძიმე იქნება ქვეყნის მომავლისთვის, არ გამოუვათ ის გზავნილი, რომ ყველა თითქოს „ნაციონალური მოძრაობის“ ქვაბში მოხარშონ, მეცნიერები, საფეხბურთო კლუბები, ყველა ადამიანი, ვისაც საქართველოს მომავლისთვის უშრომია, ვნახეთ ყველას მოსაზრება. ოპოზიცია ვაპირებთ კოორდინირებულ მოქმედებას საქართველოს პარლამენტში, ვაპირებთ გვქონდეს კომუნიკაცია და კოორდინაცია არასამთავრობო სექტორთან. რაც დღეს ხდება და როგორც იცავს სახელმწიფო, ხელისუფლება, უმრავლესობა, „ქართული ოცნება“ დეპუტატებისგან და პრესისგან თავს, არის წარმოუდგენელი“, - განაცხადა დეკანოიძემ.

რას გულისხმობს ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები, როგორ მიმდინარეობს სკოლების ავტორიზაციის პროცესი და იგეგმება თუ არა დირექტორების ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადება - ინტერვიუ განათლების მინისტრის მოადგილესთან
ავთანდილ წულაძე  - გერმანიის ექსპერტებმა მოამზადეს მოხსენება, რომლის მიხედვითაც გერმანია ტოტალურად უნდა მოემზადოს რუსეთისაგან თავის დასაცავად
ქართული პრესის მიმოხილვა 27.11.2023
მიხეილ ბატიაშვილი - ქვეყნის ყველაზე მასშტაბური, ციფრული საინფორმაციო ფონდი მალე ხელმისაწვდომი გახდება
გაიცანით Kreston Georgia: გლობალური ექსპერტიზა გლობალური წარმატებისთვის
თიბისის მხარდაჭერით, კოლიერსი საგურამოში და ლისზე საცხოვრებელ პროექტებს განახორციელებს
საქართველოში „The Luxury Collection“-ის კლასის სასტუმრო „პარაგრაფ თბილისი“ გაიხსნა
ახალი Toyota C-HR: ავტომობილი, რომელსაც საქართველოში ბევრი ელოდება
ვალუტის გადარიცხვის ახალი სერვისი - Visa B2B Connect
Gebrüder Weiss თბილისში არსებული ლოგისტიკური ცენტრის რიგით მესამე გაფართოებას იწყებს