ირაკლი ბერაია - სამხედროების შეურაცხყოფისთვის  მოუხდა ბატონ ხვიჩიას დარბაზის დატოვება - საქართველო ოკუპირებულია რუსეთის მიერ, ოკუპანტები ავლებენ მავთულხლართს და ამ დროს, ეს ადამიანები მოქალაქეებს ეუბნებიან ჯარში არ წავიდნენ

უმსგავსობის გამო, სამხედროების შეურაცხყოფის გამო, ამ ადამიანს მოუხდა გუშინ დარბაზის დატოვება. ნებისმიერი მცდელობა სხდომის ჩაშლის, ჯარის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციის, სამხედროებისა და თავდაცვის ძალების შეურაცხყოფის, არასდროს დარჩება რეაგირების გარეშე, - ამის შესახებ თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ იაგო ხვიჩიას ბრალდების საპასუხოდ განაცხადა, რომელმაც აღნიშნა, რომ მას გუშინ კომიტეტის სხდომა უსაფუძვლოდ დაატოვებინეს.

ირაკლი ბერაიამ ბიუროს სხდომაზე განმარტა, რომ თავდაცვის კომიტეტიდან იაგო ხვიჩიას გაძევების მიზეზი სხდომაზე მყოფი სამხედროების შეურაცხყოფა და რეგლამენტის დარღვევა იყო.

„ეს უღირსი ადამიანები გუშინ აყენებდნენ შეურაცხყოფას სამხედროებს, კითხვის ნიშნებს სვამდნენ, თუ რატომ არიან ისინი საერთოდ პარლამენტში, რატომ ერევიან პოლიტიკურ პროცესებში, რა უნდათ ფორმიან ადამიანებს, სამხედროებს პარლამენტში და მოიხსენიებდნენ მათ უღირსად. არღვევდნენ რეგლამენტს, გამოდიოდნენ სიტყვით თავმჯდომარის ნებართვის გარეშე და რეგლამენტის დარღვევისთვის, სამხედროების შეურაცხყოფისთვის მოუხდა ბატონ ხვიჩიას დარბაზის დატოვება. საქართველო ოკუპირებულია რუსეთის მიერ, ვიღაც ამ ოკუპანტებიდან ავლებს მავთულხლართს, ვიღაც აკავებს ადამიანს და ასეთი ადამიანები, ამ დროს, საქართველოს მოქალაქეებს ეუბნებიან, რომ არ წავიდნენ ჯარში და ეს არის მიზანმიმართული დასუსტება ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის. ამ უმსგავსობის გამო, სამხედროების შეურაცხყოფის გამო ამ ადამიანს მოუხდა გუშინ დარბაზის დატოვება. ნებისმიერი მცდელობა სხდომის ჩაშლის, ჯარის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციის, სამხედროების და თავდაცვის ძალების შეურაცხყოფის არასდროს არ დარჩება რეაგირების გარეშე, ეს ძალიან კარგად დაიმახსოვროს ამ ადამიანმა“, - განაცხადა ბერაიამ.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
„ეფეს საქართველოს“ მეწარმეობის პროგრამის პრე-აქსელერატორი დაიწყო
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა